გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს.

„პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს.

„ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე უნდა დააფიქროს, რომელიც 31 წლის ფორვარდის გადასაბირებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელსაც Sky Sport Italia „იუვენტუსთან“ აკავშირებს, რომელუ ლუკაკუ გახლავთ. ბელგიელი შემტევის ტრანსფერზე მილანის „ინტერიც“ აქტიურად მუშაობს.