„ჩვენმა მშვენიერმა თამაშმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ამ ზაფხულს, ბევრი ვიყოყმანე, ვფიქრობდი რა ნაბიჯი გადამედგა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ფეხბურთში მომიყვანა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გარეშე სპორტის ამ სახეობაში ამდენ წელს ვერ დავრჩებოდი,“ – ეს სიტყვები პიტერ კრაუჩს ეკუთვნის, რომლის წარდგენაც ფეხბურთის ქომაგებს ალბათ არ უნდა სჭირდებოდეთ.

38 წლის ინგლისელი ფორვარდი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ გამოუჩენია თავი და თავისი ფიზიკური მონაცემებით ყველასაგან გამოირჩეოდა, კარიერა დაამთავრა.

პიტერ კრაუჩმა კარიერის საუკეთესო ხანა „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემში“ გაატარა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.

აყლაყუდა თავდამსხმელს თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ასევე უთამაშია „ასტონ-ვილაში“, „ნორვიჩში“, „საუთჰემპტონტში“, „სტოკში“, „ქპრ“-ში და „პორტსმუტში“, ხოლო მისი ბოლო გუნდი „ბარნლი“ იყო.

პიტერ კრაუჩს ინგლისის ნაკრების რიგებში 42 მატჩი, 22 გოლი აქვს გატანილი.

წილი
წინა სტატიაქართველები ევროპაში: +3-1
შემდეგი სტატიაროცა თამასა ძალიან მაღლაა
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.