გიო ჩაკვეტაძემ ბოლო ერთ წელიწადში ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგის გული მოიგო. ჰოდა, სპორტულმა ჟურნალისტებმაც ის გააპირველეს.
ამ ასაკში საუკეთესოობა გიო ქინქლაძის მერე არავის რგებია. „სარბიელმა“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ პარტნიორ „ლიდერბეთთან“ ერთად კიდევ ერთი მეგობრის – „ბეარ თაიმის“ ტერიტორიაზე გამართა.
გიორგი ჩაკვეტაძე მოკრძალებული ბიჭია და უნდა გენახათ რა სახე ჰქონდა, როცა პირველობას პირველი მწვრთნელი თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე და ფეხურთის ფედერაციის ხელმძღვანელები რომ ულოცავდნენ.
კიდევ ერთხელ გილოცავ გიო და იმ ფრაზას გაგიმეორებ, პრიზის გადმოცემამდე ჩემი კოლეგების მიმართ რომ გითხარი: „გილოცავ, მაგრამ ამათ ნაკლებად მოუსმინე. უბრალოდ, შენი საქმე აკეთე. 19 წლის ასაკში პირველობა დიდი ტვირთია და უნდა ზიდო“.





ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები