იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა.

დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა.

შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე მადრიდში ბრაზილიიდან დილის 6 საათზე ჩაფრინდა, რის შემდეგაც „რეალის” სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარა, კონტრაქტს ხელი მოაწერა, პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ფოტოები გადაიღო, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ფანების წინაშე წარდგა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი უჭამია.