„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა…
შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში.


შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ.
„სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში 79 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ დაასახელეს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი.
ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ასახელებენ. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა მარტივია – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამე – 1. ქულები ჯამდება, შედეგები კი საჯარო ხდება.
მთავარ სათქმელსაც მივადექით: ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ, ვინც ჯამში 216 ხმა მოაგროვა. მას 79 დან 68-მა ჟურნალისტმა მიანიჭა პირველი ადგილი.
მეორე, წინა გამოკითხვის გამარჯვებული, საქართველოს 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი საბა კვირკველია გახლავთ; ხოლო მესამე ადგილი მედიამ საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ყაზახური „ტობოლის“ ნახევამცველ ჯაბა კანკავას არგუნა.
კლუბის რა გითხრათ, აი, ეროვნულ გუნდში კი 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს არც ბადალი ჰყავდა, არც ისეთი მეტოქე, ტოლ-სწორად დახვედროდა. უდაოა, ერთა ლიგის D, ანუ ჩვენი ჯგუფი გიორგი ჩაკვეტაძის გახლდათ. სწორედ ის იყო საქართველოს ნაკრების ლიდერი, მთავარი ფეხბურთელი, მეგოლე, სული, გული და კიდევ რაც გენებოთ… ჩაკვეტაძე არის ზოგადად ერთა ლიგის გათამაშებაში პირველი გოლის გამტანი და ჩაკვეტაძე არის ის ფეხბურთელი, ვინც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც ჩვენი გუნდის ერთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა. არჩევანისას კი ჩვენი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორედ ეროვნულ გუნდში თამაშის ხარისხით იხელმძღვანელა…
გიორგი ჩაკვეტაძე 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს და მით უმეტეს, 19 წლის ჭაბუკისთვის… აწი მან იცის და მისმა ბიჭობამ.
ნომინანტთა შორის სულ 24 ფეხბურთელია, მათგან მხოლოდ ექვსი თამაშობს ეროვნულ ლიგაში – ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე როინ კვასხვაძე და ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, ბათუმის „დინამოს“ მეკარე მიხეილ ალავიძე, „საბურთალოს“ შემტევები – ლაშა შინდაგორიძე და გიორგი გაბედავა და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი ლევან კუტალია.
ჟურნალისტი | მედია საშუალება | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი |
მიხეილ აბაიშვილი | სსჟა | კანკავა | ჩაკვეტაძე | კვირკველია |
ილია ბაბუნაშვილი | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კაკაბაძე |
სალომე ბალახაშვილი | allsport.ge | კაშია | ჩაკვეტაძე | კვეკვესკირი |
ვასილ ბალახაძე | შიდა ქართლი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
დავით ბანანაშვილი | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ბიძინა ბარათაშვილი | Silk Tv | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
კახა ბერიძე | Leadersport.ge | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | კიტეიშვილი |
ელენე ბილიხოძე | პირველი რადიო | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
ნათია გაბოძე | Imedi TV | ჩაკვეტაძე | ზივზივაძე | შინდაგორიძე |
ვახო გაფრინდაშვილი | imedi TV | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხარაიშვილი |
პაატა გელაშვილი | ლელო | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხარაიშვილი |
გიგა გვენცაძე | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | ლორია |
ოთარ გიორგაძე | სფფ | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ირაკლი გოგვაძე | prime time | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
ლაშა გოდუაძე | Adjarasport | კვირკველია | ლობჟანიძე | ჩაკვეტაძე |
სოლომონ გულისაშვილი | მსოფლიო სპორტი | კანკავა | ჩაკვეტაძე | კვირკველია |
ვახტანგ დარასელია | რადიოჰოლდინგი ფორტუნა | კვირკველია | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა |
გიორგი დარჯანია | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კაშია |
ედემ ელერჯია | სამეგრელო | ჩაკვეტაძე | კვირკველია | შინდაგორიძე |
დავით ერაძე | რუსთავი 2 | ქვილითაია | არველაძე | მერებაშვილი |
სოფო ერქვანია | Maestro TV | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ზარანდია |
გიორგი ვაშაკიძე | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
მიხეილ ზაქარეიშვილი | Barcamania.com | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ლაშა თაბაგარი | Setanta | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
გია თვალაბეიშვილი | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხოჭოლავა |
კობა ინასარიძე | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
დავით კაკაბაძე | სარბიელი | ჩაკვეტაძე | გვილია | კაშია |
ალეკო კაკაურიძე | ლელო | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
დავით კაპიტანოვი | Imedi TV | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხარაიშვილი |
პაატა კვანტალიანი | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხარაიშვილი |
გეგი კიკაბიძე | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კაკაბაძე |
მაგდა კლდიაშვილი | Recorder.ge | ჩაკვეტაძე | კვასხვაძე | კუტალია |
დავით კოხრეიძე | იმერეთი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ანკავა |
მეგი კუპატაძე | სფფ | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ნუკრი ლოლაძე | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
მერაბ მამულაშვილი | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
ლუკა მელაძე | TV 3 | ჩაკვეტაძე | ქვილითაია | კაშია |
გიორგი მელქაძე | მსოფლიო სპორტი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
დავით მინაშვილი | სფფ | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | კვირკველია |
გიორგი მურვანიძე | აჭარა | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
ილია ნანობაშვილი | Leadersport.ge | ჩაკვეტაძე | კანკავა | ლობჟანიძე |
გიორგი ნოზაძე | სარბიელი | კანკავა | კვირკველია | მერებაშვილი |
დიმიტრი ობოლაძე | Imedi TV | ჩაკვეტაძე | ზივზივაძე | ხარაიშვილი |
ბაჩო ოდიკაძე | ქვემო ქართლი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხარაიშვილი |
გურამ ოქრუაშვილი | კახეთი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კაკაბაძე |
გიორგი პავლიაშვილი | Silk TV | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | კვირკველია |
თენგიზ პაჭკორია | gruzia online | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხარაიშვილი |
გია პლატონიშვილი | საქართველოს რესპუბლიკა | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
მიხეილ ჟორჟოლიანი | ახალი თაობა | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
ლაშა რამაზაშვილი | Leadersport.ge | ხოჭოლავა | ლორია | ჩაკვეტაძე |
საბა საბანაძე | Leadersport.ge | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | კიტეიშვილი |
სალომე საგინაშვილი | Setanta | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ლევან სალუქვაძე | Silk TV | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ვახო სანაია | TV პირველი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კაშია |
ხვიჩა სანიკიძე | Soccerway | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
საბა საპანაძე | Adjarasport | ჩაკვეტაძე | ხარაიშვილი | ხოჭოლავა |
ნოდარ სიმსივე | Imedi TV | ალავიძე | პაპუნაშვილი | არველაძე |
დავით სხირტლაძე | Imedi TV | ჩაკვეტაძე | კვასხვაძე | ლობჟანიძე |
გია ტუხაშვილი | ლელო | ჩაკვეტაძე | კანკავა | კვირკველია |
ირაკლი ფოფხაძე | SIlk TV | ჩაკვეტაძე | კვეკვესკირი | კიტეიშვილი |
გიორგი ფულარიანი | რადიო ენერჯი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
მამუკა ქანთარია | გურია | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
დავით ქლიბაძე | ლორია | კვირკველია | კვარაცხელია | |
ლევან ღუდუშაური | საზ. მაუწყებელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხოჭოლავა |
ვაკო ყიფიანი | Popsport | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
მერაბ ყუფარაძე | რუსთავი 2 | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
ამირან შაიშმელაშვილი | Leadersport.ge | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხოჭოლავა |
დიმა შარიქაძე | Crystalsport | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | ლობჟანიძე |
ნანა ჩოკორაია | სფფ | ჩაკვეტაძე | ხოჭოლავა | გაბედავა |
რატი შელეგია | კვირის პალიტრა | ჩაკვეტაძე | კანკავა | ხოჭოლავა |
ბაჩო შურღაია | Sportall.ge | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხარაიშვილი |
ხატია ცარციძე | Maestro TV | ჩაკვეტაძე | კვირკველია | ხარაიშვილი |
სანდრო ცნობილაძე | Silk TV | ჩაკვეტაძე | კაშია | კვირკველია |
პაატა ძნელაძე | ფეხბურთი | ჩაკვეტაძე | კანკავა | კაკაბაძე |
ბაჩო ცალუღელაშვილი | Goal.ge | ჩაკვეტაძე | ხარაიშვილი | ზარანდია |
ლაშა წიკლაური | Popsport | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
ვაჟა ხუციშვილი | სარბიელი | ჩაკვეტაძე | კვირკველია | კანკავა |
თემურ ჯაფარიძე | ჩაკვეტაძე | |||
თამარ ჯიშკარიანი | tsff.ge | კანკავა | ჩაკვეტაძე | ზივზივაძე |

ფეხბურთელი | კლუბი | I ადგილი | II ადგილი | III ადგილი | ქულა |
გიორგი ჩაკვეტაძე | გენტი, ბელგია | 68 | 5 | 3 | 216 |
საბა კვირკველია | ლოკომოტივი, მოსკოვი რუსეთი | 2 | 34 | 11 | 85 |
ჯაბა კანკავა | ტობოლი, ყაზახეთი | 4 | 19 | 13 | 63 |
დავით ხოჭოლავა | შახტარი, უკრაინა | 1 | 6 | 16 | 31 |
გიორგი ხარაიშვილი | გიოტებორგი, შვედეთი | 0 | 2 | 9 | 13 |
გურამ კაშია | სან ხოსე, აშშ | 1 | 1 | 4 | 9 |
გიორგი ლორია | ანორთოსისი, კვიპროსი | 1 | 1 | 1 | 6 |
გიორგი ქვილითაია | გენტი, ბელგია | 1 | 1 | 0 | 5 |
ბუდუ ზივზივაძე | ტორპედო, ქუთაისი | 0 | 2 | 1 | 5 |
საბა ლობჟანიძე | რანდერსი, დანია | 0 | 1 | 3 | 5 |
როინ კვასხვაძე | ტორპედო, ქუთაისი | 0 | 2 | 0 | 4 |
ოთარ კაკაბაძე | ლუცერნი, შვეიცარია | 0 | 0 | 4 | 4 |
მიხეილ ალავიძე | დინამო, ბათუმი | 1 | 0 | 0 | 3 |
ვატო არველაძე | კორონა, პოლონეთი | 0 | 1 | 1 | 3 |
ნიკა კვეკვესკირი | ტობოლი, ყახაზეთი | 0 | 1 | 1 | 3 |
ოთარ კიტეიშვილი | შტურმი, ავსტრია | 0 | 0 | 3 | 3 |
ვაკო გვილია | ლეგია, პოლონეთი | 0 | 1 | 0 | 2 |
გიორგი პაპუნაშვილი | სარაგოსა, ესპანეთი | 0 | 1 | 0 | 2 |
ლუკა ზარანდია | არკა, პოლონეთი | 0 | 0 | 2 | 2 |
გიორგი მერებაშვილი | ვისლა, პლოცკი, პოლონეთი | 0 | 0 | 2 | 2 |
ლაშა შინდაგორიძე | საბურთალო, თბილისი | 0 | 0 | 2 | 2 |
გიორგი გაბედავა | საბურთალო, თბილისი | 0 | 0 | 1 | 1 |
ხვიჩა კვარაცხელია | რუბინი, ყაზანი, რუსეთი | 0 | 0 | 1 | 1 |
ლევან კუტალია | დინამო, თბილისი | 0 | 0 | 1 | 1 |