ნევადის შტატში ასეთი ქალაქია – პარადაისი, რაც ქართულად სამოთხეს ნიშნავს.
წესების გარეშე ერთერთ მოჩხუბარ ბენ ასკრენას კი ვეჭვობთ ის სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს. ეს ქალაქი, მას ალბათ მუდამ ჯოჯოხუთურ შეგრძნებებს გაახსენებს.
მოკლედ, ბენ ასკრენა თანამემამულე ხორხე მასდივალმა ნოკდაუნში გაისტუმრა. აბა UFC-ის მოყვარულებს ამა თუ იმ მებრძოლის მონაწილეობით ყბაში მძიმედ მოხვედრილი მუშტი, გონების დაკარგვა და ოქტაგონზე მოცელილივით დავარდნა როგორ უნდა გაუკვირდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე რეკორდთან გვაქვს.
„ბაშიაჩუკის“ არ იყოს, ბენ ასკრენას მისალმებაც კი არ აცადეს, რომ უკვე მოსასულიერებელი გახდა. მასდივალი მას ელვის სისწრაფით ეძგერა და 5 წამში ნოკდაუნში გაუშვა.
როგორც უკვე ვთქვით, ეს UFC-ის ახალი რეკორდია, წინამ კი 13 წელიწადს გაძლო. მაშინ, დონ ფრაუს მეტოქის გასათიშად 8 წამი დასჭირდა.