მას მერე, რაც მათს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა, ქომაგებმა იფიქრეს, ეგებ „ბაიერნის“ გაახალგაზრდავების პოლიტიკით ვისარგებლოთ და ხელი რობერტ ლევანდოვსკისაც გამოვკრათო, მაგრამ ნურას უკაცრავად, პოლონელი „რეკორდმაისტერისთვის“ საჭირო ფეხბურთელია და ის მიუნხენში რჩება.
30 წლის თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2 წლის თავზე ეწურებოდა, თუმც გაგრძელებას დათანხმდა და შეეცდება გერმანიის უტიტულოვანესი კლუბისთვის კიდევ გაიტანოს.
ლევანდოვსკი „ბაიერნში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ 2014 წელს გადავიდა. ხუთ სეზონში ჩატარებულ 242 მატჩში 191 ბურთი შეაგდო, ხუთჯერ ჩემპიონობა იზეიმა, ორჯერ გერმანიის თასს დაეუფლა, სამჯერ სუპერთასით დაიმშვენა ხელი და ამდენჯერვე ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა.