საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ სახელმძღვანელო რუკით გაწერილი პუნქტების წარმატებით შესრულებისთვის კუვეიტის ოლიმპიურ კომიტეტს სრულიად აღუდგინა IOC-ის წევრობა.
სახელმძღვანელო რუკა ითვალისწინებდა სამ ძირითად ეტაპს, მათ შორის – სპორტული კლუბების, ეროვნული სპორტული ფედერაციების და რაც მთავარია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდების გადახედვას, ახლის მიღებას და არჩევნების ჩატარებას.
2015 წლის 27 ოქტომბერს IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ კუვეიტის სპორტულ ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევისთვის ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს უფლებამოსილება შეუჩერა. ამავე მიზეზით, რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კუვეიტელი სპორტსმენები დამოუკიდებელ ათლეტთა გუნდის სახელით გამოვიდნენ, ხოლო მესტენდური მსროლელი ფეჰაიდ ალ-დიჰანი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელ ოლიმპიელ ათლეტთა გუნდის სახელით ჩემპიონობა მოიპოვა.