ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, ერთგულების სანიმუშო მაგალითი… ბურთის გორაობა რომაში დაიწყო, 18 წლისა იყო მთავარ გუნდში რომ დააწინაურეს. „ჯალოროსისთან“ ერთად გაიარა გუნდის ავი და კარგი პერიოდი, წარმატებისას უკანა პლანზე იყო, მარცხს კი პირველი განიცდიდა. ცდილობდა, ყველა მატჩში გაუვალი კედელივით მდგარიყო, მებრძოლი ხასიათი კი არ აძლევდა უფლებას, თუნდაც ერთი სანტიმეტრი მეტოქისთვის დაეთმო.

ის განსაკუთრებული გახლავთ, რადგანაც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ერთგულება ფულზე არ გაცვალა.

ასაკმა თავისი გაიტანა, ბევრი არ უფიქრია, სხვა ლეგენდებისგან განსხვავებით, გულშემატკივრები არც ბოლოს გაუწბილებია, 616 მატჩი ჩაატარა, ქომაგი 63 გოლით გაახარა, ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და კარიერა იტალიისა და მსოფლიოს ჩემპიონის წოდებასთან ერთად, ერთადერთი კლუბის, „რომას“ მაისურით დაამთავრა – დანიელე დე როსი ფეხბურთიდან წავიდა.