14 წლის ასაკში ახალგაზრდებს შორის „როლან გაროსი“ მოიგო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოგონებს შორის, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. ეს 2018 წელს მოხდა.

მანამდე, 2017 წელს კი იყო ამერიკის ღია პირველობა ახალგაზრდებში, სადაც ის ფინალში გავიდა და ამ მხრივაც გამოირჩა. ასეთ ადრეულ ასაკში, თუნდაც ახალგაზრდულ  US Open-ზე ფინალამდე არავის გაუღწევია.

უიმბლდონზე კი კორი გაუფისთვის ახალი თავგადასავალი დაიწყო. უფრო სწორად, საოცარი ზრაპარი, რომლის დასრულებასაც 15 წლის ამერიკელი ვუნდერკინდი, ალბათ, კარგა ხანი არც დაასრულებს. ამ შემთხვევაში უკვე არა ახალგაზრდულ, არამედ პროფესიონალურ ტურზე გვაქვს საუბარი. კორი გაუფის სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს და საერთოდ საჩოგბურთო სამყაროს უდავოდ ახალი ვარსკვლავი ეზრდება. სპეციალისტები მის შედარებას  დიად სერენა უილიამსთანაც არ თაკილობენ, რომელიც დიდ ჩოგბურთს 14 წლისა ეზიარა.

კორი გაუფმა კი უიმბლდონზე უკვე სამი ეტაპი გადალახა. ჯერ მის კუმირს ვინუს უილიამსს მოიგო, შემდეგ მაგდალენა რიბარიკოვას და მათ გზას პოლინა ჰერცოგიც გაუყენა. მან უიმბლდონი 313-ე ჩოგნის რანგში დაიწყო, თუმცა ნუ გავიკვირვებთ თუ ტურნირის დასრულების შემდეგ ასელულის კარს მიუკაკუნებს.

კორი გაუფმა ახალი ისტორია დაწერა. ბოლო 28 წლის მანძილზე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ქალი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონზე საუკეთესო თექვსმეტეულში მოხდვა. კიდევ ერთ, უფრო სწორად ჯენიფერ კაპრიატის რეკორდის გამეორებამდე კი კორი გაუფს მინიმუმ ორი მოგება აშორებს – 1991 წელს, კაპრიატი 15 წლის ასაკში გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში.

უიმბლდონზე, თინეიჯერი კორი გაუფის მომდევნო მეტოქე  ბობოლა რუმინელი სიმონა ჰალეპი იქნება. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დაპირისპირება, ეჭვგარეშეა, რომ თინეიჯერმა ამერიკელმა ჩოგბურთის გულშემატკივრების გულებში ადგილი უკვე დაიმკვიდრა.