ერნსტ ლოოფი უგამოჩენილესი გერმანელი ინჟინერია. თავის დროზე BMW- ში წამყვანი სპეციალისტი იყო და ლეგენდარული 328-ე მოდელის შემქმნელია. ამ მანქანამ ასზე მეტი რბოლა მოიგო. მათ შორის „ლე მანის 24 საათი“ და პირადად მისი პილოტობით „ბრეშიის 1000 კმ.“
მეტისმეტად თავდაჯერებულმა გენიოსმა საკუთარი ფირმა „ვერიტასი“ შექმნა და ფორმულა 1-ში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა.
გერმანიის გრან-პრიზე ლოოფი თავად დაჯდა საჭესთან და… სულ 2 მეტრი გაიარა. თურმე მანქანას ბენზონის ტუმბობ უმტყუნა.
ამ ამბის შემდეგ კიდევ კარგა ხანი ფორმულა 1-ის ყველაზე უიღბლო პილოტად იტალიელ მარკო აპიჩელის თვლიდნენ. არადა, მარკომ 1993 წელს იტალიის გრან -პრიზე ლოოფზე 200-ჯერ მეტი, მთელი 400 მეტრი გაიარა.