ფრენკ ლამპარდი ის კაცია, „ჩელსისთან“ ერთად ყველა საფეხბურთო მწვერვალზე რომ ავიდა. ბევრ კარგ ფეხბურთელს უბურთავია „სტემფორდ ბრიჯზე“, მაგრამ იმ ეპოქის არისტოკრატებს ორი უპირობო ლიდერი ჰყავდათ – ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი.

სწორედ მათ აქციეს „ჩელსი“ ხუთი ევროკლუბიდან ერთ-ერთად, ვისაც უეფას სამივე მთავარი თასი აქვს მოგებული.

ჰოდა, ფრენკ ლამპარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ფრენკი ემოციებს ვერ მალავდა და დაუღალავი შრომის პირობა დადო. ხუმრობა საქმე ხომ არაა, როცა შემოსავლების მხრივ ევროპის მერვე კლუბს გაბარებენ.