მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2.
ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს გუნდი ფინალშია – გაბრიელ ჟეზუსის, რობერტო ფირმინოს, დანი ალვეშის, ალოსანისა და სხვათა დამსახურებით.
არგენტინასთან შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე სწორედ ჟეზუსმა გახსნა, „სიტის“ვარსკვლავთბიჭუნამ დანი ალვეშის ბრწყინვალე მოქმედებით დახაზული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ფრანკო არმანის კარში გასულ მეორე გოლშიც ჟეზუსის დიდი წვლილი იყო, მოედნის ცენტრში მოგებული ორთაბრძოლის და საჯარიმოში შესვლის მერე, გაბრიელმა ფირმინოს ვალი დაუბრუნა და „ლივერპულის“ თავდამსხმელმაც ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო.
ბრაზილიის მეტოქე ფინალში ჩილე-პერუს წყვილში გამარჯვებული იქნება, აი არგენტინას კი თავის დამშვიდება მესამე ადგილისთვის ბრძოლითღა შეეძლება. სკალონიმ ფინალში მისაღები გამოცდა ვერ ჩააბარა და გაისისთვის მომზადება მოუწევს – კოპა ამერიკა 2020 სწორედ მის სამშობლოში ჩატარდება… მერე კი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
