გაღმა, ბრაზილიაში, კოპა ამერიკა გაჩაღებულა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა.
გამოღმა, საფრანგეთში კი ქალთა მონდიალი მიმდინარეობს. საუკეთესო ოთხეული აქაც ცნობილია. 3 ევროპული და ერთიც, აშშ, რომელიც მსოფლიო მოქმედი ჩემპიონია.

ამასობაში, ქალთა შორის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მაისურები სულ უფრო იქაურ პოპულარული ხდება. ამის შესახებ Sports illustrated-ის საფეხბურთო მიმომხილველი გრანტ ვალი იტყობინება.

აშშ-ს ქალთა ნაკრების მაისურებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Nike აწარმოებს. სწორედ ამ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეკორდული რაოდენობის მაისურები გაიყიდა, რაც ბუნებრივია მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაშით არის განპირობებული. გაყიდვები 11% გაიზარდა და მოგებამ 7.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ეს შემთხვევითი არ არის. Nike-მა სწორი გათვლა გააკეთა. ახლა, მთელი ამერიკის მასშტაბით, ქუჩებში შეხვდებით მამაკაცებს, რომლებსაც ზურგზე ქალი ფეხბურთელების სახელები აწერიათ,“ – წერს პოპულარული ამერიკული გამოცემა.

შეგახსენებთ, 2 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები, ნახევარფინალში ინგლისს  დაუპირისპირდება.

წილი
წინა სტატიალეგენდის დაბრუნება
შემდეგი სტატიაკოლუმბიაში ლოცულობენ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...