ერთის მხრივ, ძნელი ასახსნელია, როცა საქმე არაბი შეიხების კუთვნილ ფრანგულ კლუბსა და ამერიკულ სუპერკომპანიას ეხება, მაგრამ ფაქტია:

პსჟ-ის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ NIKE-სთან მოლაპარაკებები დაასრულა. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კლუბი სპონსორისგან წლიურ 25 მილიონ ევროს იღებდა.

ახალი კონტრაქტი 2032 წლამდე იმოქმედებს დაპარიზელები ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს მიიღებენ.

გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ პსჟ-ის წარმატებები საფრანგეთის ჩემპიონატით შემოიფარგლება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დუელი პსჟ-მა „მანჩესტერთან“ დათმო, ქვეყნის თასის ფინალი კი „რენთან“ წააგო. ამის ფონზე კონტრაქტი ნამდვილად ფანტასტიურია.