მთავარი სამეული

ჯერ სეზონის მესამედიც არ გასულა და ჩემპიონობის კანდიდატები, ფაქტობრივად, გამოიკვეთნენ – „ბათუმი,“ „საბურთალო“ და „დინამო.“ ამათ კვალში „ტორპედო“ უდგას, მაგრამ ქუთაისურ კლუბში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩანს, მეოთხე ადგილიც სანატრელი გაუხდებათ. ამ დღეებში გუნდი უკვე შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა და ეს საბოლოო ციფრი არ არის.

მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ეს რკინიგზელთა მიერ ჩატარებული ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ. თუ ამას საქართველოს თასზე „თელავთან“ მოგებულ (1:0) მატჩსაც დავუმატებთ, 9 გამოვა.

სიონი – დინამო 0:3.                                                   ბადრი კეთილაძის ფოტო

ბათუმის ანგისას ბაზაზე ჩვეულებრივი ჟივილ-ხივილი იყო. ფეხბურთლებმაც თავი არ შეირცხვინეს. ერთგვარი თრილერი შესთავაზეს მაყურებელს. მასპინლები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, თუმცა ბოლოს  თამაში 2:2 დამთავრდა.

„საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ 39-39 ქულა მოაგროვეს. თუმცა, გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსით, პირველები ზღვისპირელები არიან.

ხუთშაბათს, თბილისის „დინამომ“ ბოლნისში „სიონს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ახლა ლიდერებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ერთ დროს კრიზისში მყოფი დინამოელები ხუმრობა-ხუმრობაში მოყოჩაღდნენ, მიჯრით სამი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგეს და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდნენ. დუბლი მიითვალა დინამოელმა ლევან შენგელიამ. კიდევ ერთი დუბლი ამ ტურში „ჩიხურა“ – „დილას“ შეხვედრაში ვიხილეთ. თავი საჩხერელმა ბიძინა მახარობლიძემ გამოიჩინა.

სულ მიმდინარე სეზონში 24 დუბლი შესრულდა.

აი, „სიონს“ კი ცუდი დროება უდგას. ბოლნისელებმა ბოლო 8 შეხვედრაში მეექვსედ წააგეს (ორი ფრე), ჯამში 23 გოლი გაუშვეს და მხოლოდ 5 გაიტანეს…

ყოჩაღი „რუსთავი“

ტურის გვიან შეხვედრაში, „რუსთავმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო უშუალო კონკურენტ „ვიტ ჯორჯიას.“ ერთადერთი ბურთი 64-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ გაიტანა.

ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ბოლო ოთხ მატჩში მესამედ გაიმარჯვეს.

„ვიტ ჯორჯია“ კი ბოლო 15 შეხვედრაში მეცამეტედ დამარცხდა და ჩანს, ელიტაში დარჩენა ძალიან გაუჭირდება.

მომავალ ტურში ძლიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება „დინამო არენაზე,“ სადაც თბილისის „დინამო“ ბათუმელებს უმასპინძლებს.

შემდეგ კი ჩემპიონატში ერთთვიანი პაუზა გამოცხადდება.

 

ლოკომოტივი 1:0 საბურთალო

1:0 სიხარულიძე (56)

ბათუმი 2:2 ტორპედო

0:1 ქავთარაძე (8), 1:1 ფლამარიონი (21, პენ), 2:1 რამოსი (30), 2:2 გეგეჭკორი (65)

 ჩიხურა 4:1 დილა

1:0 ფანცულაია (8), 2:0 დეკანოიძე (22), 2:1 ფორტესი (44), 3:1, 4:1 მახარობლიძე (75, 87)

სიონი 0:3 დინამო

0:1, 0:2 შენგელია (43, 70), 0:3 კუტალია (79)

რუსთავი 1:0 ვიტ ჯორჯია

1:0 ჩოგაძე (64)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი30195651:2562
დინამო30195662:2862
საბურთალო30176754:3157
ლოკომოტივი301241436:4240
ტორპედო301171248:4540
დილა301071334:3837
ჩიხურა308111137:3635
რუსთავი308101232:4534
სიონი30871532:6931
ვიტ-ჯორჯია30462013:4018

2 ივლისი: ტორპედო – ლოკომოტივი, ვიტ ჯორჯია – ჩიხურა, საბურთალო – რუსთავი

3 ივლისი: დილა – სიონი, დინამო – ბათუმი

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – 13, ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო)- 10.