პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჟოაო ფელიშის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო.
შეთავაზებული თანხა 126 მილიონი ევროა,საიდანაც 120 უშუალოდ ფეხბურთელის ფასი გახლავთ, 6 მილიონი კი თანხის განვადებით გადახდის კომპენსაცია.
19 წლის ვუნდერკინდმა გასულ სეზონში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. თუ ტრანსფერი შედგა, ფელიში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი შეიქნება. მეტი (222 მილიონი ევრო) მხოლოდ პსჟ-მა გადაიხადა „ბარსელონადან“ ნეიმარის ტრანსფერში.
სხვადასხვა სააგენტოები ჟოაუ ფელიშის ტრანსფერს 70 მილიონ ევროდ აფასებდნენ, მაგრამ მადრიდელებმა ისეთი შეთავაზება გააკეთეს, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია.