ნი სიან ლიანი წარმოშობით ჩინელია, მაგრამ მინსკის ევროპულ თამაშებზე ჯერჯერობით ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლუქსემბურგს მოუტანა.

ნი მაგიდის ჩოგბურთელია და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჩინეთის სახელით წარმოუდგენლად შორეულ 1983 წელს შეიქნა. მაშინ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ წყვილებში და გუნდურ შეჯიბრში იპირველა.

1991 წელს ლი ლუქსემბურგში გადაბარგდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ამ ჯუჯა ქვეყანას ნი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სამი ოქროს მედალი მოუტანა.

გასაოცარი ამ ისტორიაში მხოლოდ მინსკში ნაჩვენები შედეგია – ბრინჯაოს მედალთან ერთად 55 წლის ქალბატონმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც დაიმსახურა.

წილი
წინა სტატიაფეხბურთის ისტორიაში მეორე
შემდეგი სტატიაРоссию умом не понять
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.