მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სათამაშო ბადე უცნობია, თუმცა ორგანიზატორებმა რეიტინგის ლიდერები უკვე განთესეს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-16 ნომერი კია, მაგრამ მეთვრამეტედ განთესეს.
რატომ?
მასპინძლები წარსულ მიღწევებს არ უვიწყებენ ხოლმე ჩოგბურთელებს. მე-18 ჩოგანი მარინ ჩილიჩი განთესვაში მეცამეტეა, ხოლო მეორე ნომრადაა განთესილი როჯერ ფედერერი, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ ეს მისი ბოლო უიმბლდონია.
იდეალურ ვარიანტში ორგანიზატორები ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს ელიან, რაფა ნადალი კი (3) როჯერს სავარაუდოდ ნახევარფინალში დაელოდება.
