ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გასული რეგულარული სეზონის MVP დაასახელეს – „მილუოკის“ ფორვარდი იანის ადეტოკუმბო.

მისი წყალობით გუნდმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა, თავად იანისის მონაგარი კი საშუალოდ 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა, 5.9 გადაცემა, 1.3 ჩაჭრა და 1.5 ბლოკი იყო. ტიტულის სხვა ორი კანდიდატი ოკლაჰომელი პოლ ჯორჯი და ჰიუსტონელი ჯეიმს ჰარდენი გახლდნენ.

წლის საუკეთესო ახალბედად დალასელთა სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი აღიარეს, ვინც სადებიუტო სეზონში საშუალოდ 21.2 ქულით და 7.8 მოხსნით ეხმარებოდა გუნდს.

აქამდე წლის დებიუტანტად ევროპელთაგან პაუ გასოლი იყო დასახელებული და მას შემდეგ 17 წელი გავიდა.