2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ერთობლივ მასპინძლად იტალიური მილანი და კორტინა დ’ამპეცო გახდნენ. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოზანაში გამართულ ორგანიზაციის 131-ე სესიაზე მიიღო. იტალიურ განაცხადს 47 ხმა ერგო, მისმა კონკურენტმა სტოკჰოლმმა კი 34 ხმა მიიღო. კომიტეტის ერთმა წევრმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ იმედი აქვს იმ ქვეყნის, რომელიც ზამთრის სახეობების მდიდარი ტრადიციებით გამოირჩევა. იტალიისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა იქნება. კორტინა დ’ამპეცოში ზამთრის თამაშები 1956 წელს გაიმართა, 4 წლის შემდეგ რომში ზაფხულის თამაშები ჩატარდა, 2006 წელს კი ზამთრის ოლიმპიადას ტურინმა უმასპინძლა.