შაბათს, ელიგაში მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტურის სამი მატჩი გაიმართა, მათ შორის ლიდერთა – „მიხეილ მესხზე,“ „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. შეხვედრისგან ცოტა მეტს კი ველოდით.

ასეა თუ ისე, „საბურთალო“ 39 ქულით კვლავ ლიდერია. ზღვისპირელები მათ ერთი პუნქტით ჩამორჩებიან.

დღის გმირი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. ქუთაისელებმა „სიონს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საინტერესოა, რომ ქუთათურთა შემტევს, ბუდუ ზივზივაძეს მატჩის წინ, მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ბუდუმაც თავი არ შერიცხვინა და ჰეთ-თრიქით გამოირჩა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარაძემ.

„ლოკომოტივმა“ და „რუსთავმა“ კი ფრედ – 1:1 ითამაშეს. სხვათა შორის, მატჩის წინ მასპინძელთა თავკაც ლევან კორღალიძეს მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელისთვის კუთვნილი ჯილდო უბოძეს.

კვირას „დინამო“ „ჩიხურას“ უმასპინძლებს, „დილა“ – „ვიტ ჯორჯიას.“

წილი
წინა სტატიაიტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
შემდეგი სტატიაბებერი ხარი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.