არა და არ ცხრება როჯერ ფედერერი. გერმანულ ჰალეში დასრულებული ტურნირის ფინალში ბელგიელ დევიდ გოფინს 7:6, 6:1 მოუგო და კარიერაში 102-ე (!) ტიტული მოინადირა.
როჯერი მეორე ჩოგბურთელი გახდა, ვისაც ერთ ტურნირზე ათჯერ გაუმარჯვია. როჯერის 102 ტიტული ფენომენალურია, მაგრამ ჯიმი კონორსთან მაინც აგებს, ერთი ტურნირის მოგებებით კი რაფა ნადალს ვერავინ გაუტოლდება.
ესპანელს 12-ჯერ როლან გაროსი, 11- ჯერ კი ბარსელონა და მონტე-კარლო აქვს ტრიუმფით მოვლილი.