ისევ „შერიფი“ და ისევ საქართველოს ჩემპიონი. „საბურთალო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებულის სტატუსით ევროსარბიელზე გამოსვლას ტირასპოლურ კლუბთან დაპირისპირებით დაიწყებს.

თბილისური გუნდის მეტოქე ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე გაირკვა.

ქართული გუნდის სავარაუდო მეტოქეთა შორის უფრო ძლიერი გუნდებიც არიან, ისეთები, როგორიც სელტიკი, ყარაბახი, ცრვენა ზვეზდა, რუსენბურგი და სხვანი იყვნენ, თუმცა კალათიდან საბურთალოს გასწვრივ მოლდოვური კლუბის სახელწოდება გამოჩნდა.

შერიფი ქართული გუნდისთვის უცხო არ არის. მაგალითად, წინა ზაფხულს მოლდოველები ასევი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდნენ და დამარცხდნენ. ქუთაისში, მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს, ტირასპოლში „შერიფმა“ – 3:0

პირველი მატჩები 9-10, ხოლო საპასუხოები 16-17 ივლისს გაიმართება.

ევროპის ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე კი სამი ქართული კლუბი “დინამო”,”ჩიხურა” და “ტორპედო” გამოვა. თბილისელები სანმარინოულ “ლა ფიორიტასა” და ანდორულ “ენგორდანს” შორის გამარჯვებულს, ქუთაისელები კახა ცხადაძის გაწვრთნილ ყაზახურ “ორდაბასს”, ხოლო საჩხერელები ლუქსემბურგულ “ფოლას” დაუპირისპირდებიან.

შესაძლოა, ამათგან რომელიმე გუნდის სახელი ქართველ ქომაგს პირველადაც ესმის – ცხადია, რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენებურებს ევროსარბიელზე შედარებით გაუმართლათ.

პირველი შეხვედრები 11, ხოლო საპასუხოები 18 ივლისს გაიმართება.

წილი
წინა სტატიანეტავ სად მიდის გრიზ-MONEY?
შემდეგი სტატიამამა აბრამის მწვრთნელები
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...