ფეხბურთის ლეგენდა უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი 18 ივნისის დილით დააკავეს და პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმე ეხება მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევას…

დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე პლატინი ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შვეიცარიაში შეხვდა. ამბობენ, რომ ეს შეხვედრა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის – ნიკოლა სარკოზის თხოვნით შედგა.

ასევე შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით მიშელ პლატინის და ფიფას ყოფილ პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს რვა წლით ჩამოართვეს ფეხბურთში საქმიანობის უფლება, თუმცა შემდეგ დისკვალიფიკაციის ვადა ექვს წლამდე შეუმცირეს.