ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ.

ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა.

 

1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ 81 000 კაცს იტევდა.

2. დიეგო არმანდო მარადონას ნეაპოლის „სან პაოლოზე“ 65 000 მაყურებელი შეეგება. ამ რეკორდმა 25 წელი გაძლო – კრიშტიანუმდე.

3. რას წარმოიდგენდა „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 60 000 ქომაგი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს „ბარსაში“ ვერც ვერაფერი გამოუვიდოდა.

4. ნეიმარს „ბარსელონაში“ ზლატანზე ცოტა ნაკლები – 57 ათასი კაცი შეეგება, მაგრამ კარიერა კი უფრო წარმატებული ჰქონდა.

5. კრიშტიანუმდე ერთი კვირით ადრე მადრიდში კაკა 55 000-ან აუდიტორიას წარუდგინეს. ვერ აეწყო ბრაზილიელს საქმეები „რეალში“.

უკვე ნახსენები ედენ აზარი მხოლოდ მეექვსეა – 50 000 მაყურებელი. დიდი ციფრია, მაგრამ ფლორენტინო პერესი რეკორდის მოხსნას ვარაუდობდა.

ჯერ აზარი რონალდუ არ არის…