არადა, შეთავაზება თავხედური იყო. კანადელმა მომღერალმა UFC-ის პრეზიდენტ დეინ უაიტს მიმართა, ტომ კრუზთან ბრძოლა გამიჩარხეო და დააყოლა: „ის ვერასოდეს გადახარშავს სირცხვილს, თუ ამ გამოწვევაზე უარს იტყვის“. უაიტმა ბიბერი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, მაგრამ კულისებიდან ჰაბიბ ნურმაგომედოვის მიერ ნაცემი და ჩემპიონობადაკარგული კევინ მაკგრეგორი გამოხტა – მე ვიკისრებ ბრძოლის ორგანიზებასო.
ბიბერი მიხვდა, რომ ჰაერში ცუდი სუნი (მისივე გამოისობით) დატრიალდა და უკან დაიხია: „ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. დარწმუნებული ვარ, ტომ კრუზი გემრიელად გამლახავდა. მასში მამობრივი ძალა იგრძნობა“.