„მანჩესტერი“ მზადაა გაყიდოს პოლ პოგბა, თუკი მსურველი მასში 170 მილიონ ევროს გადაიხდის.
უპირველესი მსურველი მადრიდის „რეალი“, ან უფრო სწორად ზინედინ ზიდანია. მან კლუბის ხელმძღვანელობას კრისტიან ერკსენის ტრანსფერი გადააფიქრებინა, ოღონდ კი პოგბა დაიმატოს.
თავად ფეხბურთელმა თანხმობა თქვა სხვა მსურველზე – ტურინის „იუვენტუსზე“. რატომაც არა? სამი წლის წინ მანჩესტერში ხომ სწორედ ტურინიდან გადაბარგდა. მაშინ ტრანსფერის თანხამ 105 მილიონი ევრო შეადგინა.
ჰოდა, პოგბას ნაცნობ გარემოში დაბრუნება უჯობს. 26 წლის ფრანგმა წელს პრემიერლიგის 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
ისე, მისი გოლებიდან 7 პენალტი იყო.