პრემიერლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატს ვიცე-ჩემპიონ „ლივერპულის“ და პრემიერლიგაში დაბრუნებული „ნორვიჩის“ მატჩი გახსნის.

საინტერესო სტატისტიკა: ბოლოს, როცა მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატი „ნორვიჩთან“ შეხვედრით დაიწყეს, ჩემპიონობაც იზეიმეს. 1976 წელს ბილ შენკლის „ლივერპულმა“ სეზონის პირველ მატჩში „ნორვიჩს“ 1:0 სძლია და…

მაშინ „ლივერპული“ პირველი დივიზიონის გამარჯვებული მეათედ გახდა. უცნაური დამთხვევაა, იმ სეზონში შენკლის გუნდმა ჩემპიონატი 1 ქულით მოიგო, მეორე კი „სიტი“ გახლდათ.

ვნახოთ, იქნებ ეს სიმბოლური დამთხვევა გამოდგეს წამლად, რომ „ლივერპულმა“ ბოლოსდაბოლოს პრემიერლიგაშიც იმარჯვოს.

ისე, ჩემპიონთა ლიგის მომგებსა და „ნორვიჩის“ დაპირისპირება თვალსასეირო გამოდის ხოლმე, მაგალითად, 2016 წლის დრამის გახსენებაც ღირს – 4:5.