მეტი რაღა შანსი უნდოდათ?

„ტორონტოს“ სახლში უნდა მოეგო „გოლდენ სტეიტისთვის“ და ჩემპიონი იყო.

ვერ გამოვიდა.

სტუმრებმა ძალიან მძიმე, ფიზიკურ გამძლეობაზე თამაში შესთავაზეს – ვინ უფრო მაგარი „უორიორზიაო“.

სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა პირველ მეოთხედში 25 ქულა ჰქმნეს, მათი საყვარელი ზურგსუკანა პასებით, დაკარგვებით და გიჟობებით.

მეორე მეოთხედში დურანტი ვეღარ გამოვიდა – ტრავმა მიიღო, არადა იქამდე სამიდან სამი სამიანი შეეასრულა. გუნდმა გადაწყობა შეძლო და აქცენტი ისევ პერიმეტრის გარედან სროლებზე გააკეთა.

ჯამში მოქმედ ჩემპიონებს ფანტასტიური შედეგი ჰქონდათ – 42 ცდიდან 20 სამიანი ზუსტი იყო. ჯამში 106:105.

სერიაში ტორონტო 3:2 იგებს. სერია გრძელდება. „მეომრები“ მოცოცხლდნენ, მაგრამ დურანტი? ახლა კარიმ უნდა იყოჩაყოს, ვინაც წუხელ მოგებაში 31-ქულიანი წილი დაიდო.

წილი
წინა სტატიაატმაზკა
შემდეგი სტატიარა დატოვა კრიშტიანუმ მანჩესტერში?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".