• სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
ძიება
Tuesday, November 11, 2025
  • ვინ ვართ
  • სარბიელელები
  • მოგვწერეთ
  • რეკლამა
sarbieli
  • სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
მთავარი დავთარი ვაი…სი
  • დავთარი

ვაი…სი

რა აღმოაჩინა დანიაში ვლადიმერ ვაისმა

ავტორი:
გიორგი დარჯანია
-
11/06/2019 | 13:50
1815
თამაშის მერე, სანამ ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე მოვიდოდა, პენალტის ეპიზოდზე დიდი გარჩევა იყო… ცხადი გახლდათ, რომ ვაისიც შედეგის ახსნას, ამ პენალტით დაიწყებდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ…
1:5-ზე თავი როგორ უნდა იმართლო, მაგრამ ის პენალტი მსაჯის სინდისზე იყოსო – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნათქვამის აზრი.
პენალტი, რომელსაც დანიელთა მეორე გოლი მოჰყვა, გამარჯვებულთა მწვრთნელმაც ახსენა, ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისებურ კონტექსტში: იმ პენალტზე რომ ლაპარაკობთ, იქამდე, საჯარიმოში ხელით თამაშის გამო რომ არ მოგვცა მსაჯმა თერთმეტმერტიანი, იმას რატომ არ იხსენებთო.
თავისთავად, ეს არასწორი არგუმენტია: შეცდომით არდადებული პენალტის შეცდომით დადებულით კომპენსირება მსაჯის არაკვალიფიციურობის ნიშანია.
თუმცა მთავარი აქ სხვა რამაა: თუ დააკვირდით, მესამე აბზაცზე ვართ და პენალტის გარდა არაფერი გვითქვამს – თითქოს, საქართველოს ნაკრების ბედი იმ ერთმა შეცდომით დადებულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. უბრალოდ, იმ პენალტზე ამდენი წერით იმის ჩვენება მინდოდა, საით წაიყვანა ვაისმა პრესკონფერენცია.
დაკვირვებული იქნებით: ასეთ ლაპარაკს ძალიან შორს და არსად მივყევართ. მოსაბეზრებელიც კი არის, გაუთავებელი ლაპარაკი, რომ ყველა ჩვენ გვჩაგრავს.
ვაისმა ჟურნალისტებს სხვა რამეც გვითხრა: შეხედეთ დანიას და შვეიცარიას – განვითარების რა დონეზე არიან და მერე საქართველოს შეხედეთო.
მწვრთნელი მართალია: დანიაც მინახავს და შვეიცარიაც და მართლა სხვა სამყაროა ერთიც და მეორეც. მაგრამ მწვრთნელი კიდევ უფრო მართალი იქნებოდა, ეს განსხვავება შესარჩევი ციკლის დაწყებამდე რომ აღმოეჩინა, კონტრაქტის გაფორმების წინ რომ აღარაფერი თქვათ.
ხომ უფრო სამართლიანი და სწორი იქნებოდა?
თამაში კი ვარჯიშს ჰგავდა. გინახავთ, ვარჯიშზე გუნდი კვადრატს რომ თამაშობს და შუაში ჩაყენებული ფეხბურთელები ამაოდ ცდილობენ ბურთის ართმევას? სწორედ ამ კვადრატის შთაბეჭდილება დამრჩა თამაშის ყურებისას.
და ის, რაც ჩვენებს მართლა მაგრად გამოუვიდათ, გოლი იყო: ასე ლამაზად, ჭკვიანურად და ზუსტად გამოყენებულ მომენტს ნებისმიერი გუნდი ხელს სიამოვნებით მოაწერდა.
ვაი, რომ ერთი ეგეთი ეპიზოდი და შესანიშნავი გოლი საკმარისი არ არის.
და ერთიც: რაც ბოლო 15 წუთში დანიელებმა მომენტები აფუჭეს, კიდევ ხუთ გოლს ეყოფოდა. მეოთხე გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თამაში უბრალოდ აღარ უნდოდა და აღარც შეეძლო.
  • თეგები
  • დანია
  • ვლადიმერ ვაისი
  • საქართველო
წილი
Facebook
Twitter
  • tweet
წინა სტატიაფერარის კანადა მოპარეს
შემდეგი სტატიაატმაზკა
გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.

დაკავშირებული სტატიებიმეტი ავტორი

დავთარი

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები

დავთარი

მეპოკერე იონსენი

დავთარი

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება

დავთარი

ბათუმი კატასტროფის პირას…

დავთარი

კოკერილის 35 რჩეული

  • სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
© სარბიელი, 2017