გიბრალტარის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრა, სადაც დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნაკრები კოპენჰაგენში 9 ივნისს დილას გაემგზავდა და სასტუმრო მერიოტში დაბინავდა. საღამოს კი, შუა ევროპის დროით 8 საათზე ტელია არენაზე ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა.

საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენშია

ვარჯიშამდე ნახევარი საათილზე მეტი ქართველი ჟურნალისტი დაესწრო. ვაისმა მეტოქე შეაქო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდადაც მოიხსენია, თუმცა ისიც თქვა, ეს შესარჩევი ციკლი დანიამ ქულების დაკარგვით დაიწყოო.

ვაისს ლობჯანიძეზე და პარუნაშვილზეც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა მათ გამოყენებას, რაკი ისინი სწორედ სკანდინავიაში თამაშობენ და დანიურ გეხბურთსაც კარგად იცნობენ. ამაზე ვაისმა იხუმრა, კიდევ კარგი, დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდაო, შემდეგ კი შენიშნა, ლობჟანიძე და პარუნაშვილი მართლაც კარგად თამაშობენ დანიის ჩემპიონატში, თუმცა დანიის ნაკრების ფეხბურთელების დიდი ნაწილი ევროპულ კლუბებში თამაშობსო.

შემდეგ კითხვებზე გურამ კაშიამ უპასუხა:

… ეროვნულ ნაკრებში დიდი დანაკლისი გვაქვს, ბევრი მოთამაშე გვაკლია.

… დანიის ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერია და ცხადია მეტოქე მხოლოდ 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებს. არ უნდა დავუშვათ ინდივიდუალური შეცდომები და ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ.

… 90 წუთის მანძილზე გიბრალტარმაც შეგვიქმნა მომენტი და ალბათ ჩვენც გვექნება შანსი და უნდა გამოვიყენოთ.

დღევანდელი მატჩისთვის ვლადიმირ ვაისი სასტარტო თერთმეტეულს ამ ფეხბურთელებიდან შეარჩევს:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (სეტუბალი, პორტუგალია), როინკვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), გია გრიგალავა(არსენალი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი,ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშაპარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩაკვარაცხელია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია(ლუგო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

წილი
წინა სტატიარაფას დუჟინი
შემდეგი სტატიაზიდანი რეალს ჩაძირავს?
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.