მეთორმეტე როლანგაროსული ფინალი და მეთორმეტე ტიტული!
ბევრმა ისიც იფიქრა, რაფას გიჟური ფორმის და სტატისტიკის შემხედვარე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალი განზრახ აირიდა თავიდანო. არის ამაში ლოგიკა…
ნადალმა დასჯილი ბავშვივით არბენინა დომინიკ ტიმი – 6:3, 5:7, 6:1, 6:1.
ნადალის გამჩერებელი პარიზში მაინც არავინ იყო და უპრინციპულეს მეტოქესთან შერცხვენას ეგებ ლომის ხახაში ტიმის ჩაგდება სჯობდა.
ვინ არ მოუსრავს რაფას „როლან გაროსზე“. არგენტინელი მარიანო პუერტათი რომ დაიწყო, როჯერ ფედერერს პარიზში ჩასვლა შეაზიზღა და ნოვაკ ჯოკოვიჩიც ჩაჩოგნა ფინალში.
ბრავო, მატადორ! ეს მეათე დიდი სლემი იყო, რომელიც დიდმა სამეულმა არავის დაუთმო. ნადალი (3), ჯოკოვიჩი (4) და ფედერერი (3) განუხრელად იგებენ სლემტიტულებს მას შემდეგ, რაც სტან ვავრინკამ 2016 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო.
წილი
წინა სტატიადაუვიწყარი დასასრული
შემდეგი სტატიადარბაზში ქართველები მეტნი ვართ… მოედანზე?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".