
წლეულს „ფორმულა 1“-ის 2 პოული და 4 რბოლა მოიგო. ამის ხარჯზე თანაგუნდელ ბოტასს ხომ 17 ქულას უგებს და „ფერარელ“ სებასტიან ფეტელთან კოსმოსური 45-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს.
როგორც ჩანს, ამ უპირატესობამ „მერსედესის“ საჯინიბოს სეფე-პილოტი სერიოზულად მოადუნა. კანადის გრან-პრისთვის მზადების სესიებისას ლუისს მოსახვევში ბოლოდი გაექცა და ბეტონის კედელს შეასკდა…
კარგია, რომ მხოლოდ უკანა მარჯვენა მხრით. კარგია, რომ ბოქსებამდეც მიაღწია, მაგრამ იმ მომენტში მსოფლიოს ფაქტობრივად უკვე ექვსგზის ჩემპიონის სიცოცხლე ბეწვზე კი ეკიდა.