შაბათს, 8 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის, IHF-ს ერთა ჩემპიონატი, რომელიც 16 ივნისამდე გასტანს. შეჯიბრებაში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი.
A ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კუბა, კოლუმბია, აზერბაიჯანი, ინდოეთი;
B ჯგუფი: აშშ, ირლანდია, ნიგერია, ბულგარეთი, საქართველო, მალტა;
ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ ნახევარფინალებში. A ჯგუფის პირველი შეხვდება B ჯგუფის მეორეს და პირიქით. ნახევარფინალში გამარჯვებულები ითამაშებენ ფინალში, ხოლო დამარცხებულები მე-3 და მე-4 ადგილის მფლობელს გაარკვევენ.
ზუსტად იმავე სისტემით გაირკვევა ყველა დანარჩენი ადგილის ბედი. მაგალითად, 9-12 ადგილები ასე განაწილდება: A ჯგუფის მე-5 გუნდი შეხვდება B ჯგუფის მე-6 გუნდს, ხოლო B5 ითამაშებს A6-თან. მოგებულები შეხვდებიან მე-9 და მე-10 ადგილების გასანაწილებლად, ხოლო წაგებულები ბოლო ორ პოზიციას გაარკვევენ.
შეჯიბრება საინტერესოა იმითაც, რომ ექვსი ევროპული ნაკრებისთვის ის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრების მორიგი საფეხურის საგზურსაც იძლევა. ანუ, ერთა ჩემპიონატის საბოლოო რეიტინგში ევროპულ გუნდებს შორის ყველაზე მაღალ ადგილზე გასული ნაკრები გაისად აპრილში ზემოხსენებულ შესარჩევ ფლეი-ოფში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებს სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი უდგას სათავეში. მან თქვა:
„ჩვენთვის, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის ერთა ჩემპიონატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შინ თამაში პატივია და ვიმედოვნებ, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერა მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ ევრო 2022-ის შესარჩევის ფლეი ოფში მოვხვდებით, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შანსები კარგი გვაქვს. ჩვენი ჯგუფი მეორეზე ძლიერია, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც უპირატესობას. ვიცით, რომ ყოველი კონკრეტული თამაშისთვის რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ. ჩემი აზრით უდიდესი მნიშვნელობა ექნება პირველ მატჩს ნიგერიასთან. მიხარია, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია.
ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი ბევრ გუნდს აქვს, თუმცა გამარჯვებული სხვებზე მეტად ნიგერიას, კუბას, აშშ-ს, საქართველოს, ჩინეთს და ბულგარეთს შორის უნდა ვეძებოთ”.
საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ყოველდღე 18 საათზე ითამაშებს. ერთადერთი გამონაკლისი იქნება პირველი ტური, როდესაც ჩვენი ნაკრების თამაშის წინ გახსნის ნახევარ-საათიანი ცერემონიალი გაიმართება.
გთავაზობთ შეჯიბრების კალენდარს:
8 ივნისი
10:00 კოლუმბია – ჩინეთი
12:00 მალტა – ბულგარეთი
14:00 ინდოეთი – აზერბაიჯანი
16:00 კუბა – ბრიტანეთი
18:00 გახნის ცერემონიალი
18:30 ნიგერია – საქართველო
20:30 აშშ – ირლანდია
9 ივნისი
10:00 კოლუმბია – აზერბაიჯანი
12:00 ჩინეთი – კუბა
14:00 ბრიტანეთი – ინდოეთი
16:00 ბულგარეთი – აშშ
18:00 მალტა – საქართველო
20:00 ირლანდია – ნიგერია
10 ივნისი
10:00 აზერბაიჯანი – ბრიტანეთი
12:00 კოლუმბია – კუბა
14:00 ინდოეთი – ჩინეთი
16:00 აშშ – მალტა
18:00 საქართველო – ირლანდია
20:00 ნიგერია – ბულგარეთი
12 ივნისი
10:00 აზერბაიჯანი – კუბა
12:00 ბრიტანეთი – ჩინეთი
14:00 კოლუმბია – ინდოეთი
16:00 ირნალდია – ბულგარეთი
18:00 საქართველო – აშშ
20:00 მალტა – ნიგერია
13 ივნისი
10:00 ჩინეთი – აზერბაიჯანი
12:00 ბრიტანეთი – კოლუმბია
14:00 კუბა – ინდოეთი
16:00 ირლანდია – მალტა
18:00 ბულგარეთი – საქართველო
20:00 აშშ – ნიგერია
15 ივნისი, ნახევარფინალი
10:00 9-12: A5–B6
12:00 9-12: B5–A6
14:00 5-8 A3 – B4
16:00 5-8 B3 – A4
18:00 1-4 A1 – B2
20:00 1-4 B1 – A2
16 ივნისი, ფინალი
10:00 11-12
12:00 9-10
14:00 7-8
16:00 5-6
18:00 3-4
20:00 1-2