პარიზი ჩემი სახლია – ამას ნიშნავდა რაფა ნადალის მოპყრობა როჯერ ფედერერის მიმართ. ვისთვის ვინაა უდიადესი, მაგრამ რაფამ როჯერი „როლან გაროსის“ ნახევარფინალში 6:3, 6:4, 6:2 დაჩოგნა და პირად შეხვედრებში ანგარიში 24:15 აიყვანა.
თურმე, 2013 რომის თიხნარზე რომ მოუგო, რაფა როჯერს ზედიზედ ხუთჯერ გადაეყარა და ხუთჯერ წააგო.
ესპანელმა ეს სერია პარიზში შეწყვიტა, მაგრამ ახლა მეორე სერია ელოდება: აქამდე როლან გაროსის კორტებზე ფინალში 11-ჯერ გავიდა და ერთხელაც არ წაუგია.
მატადორი აშკარად ფორმაშია და ფინალში მის მომავალ მეტოქეს (ჯოკოვიჩი -ტიმის გამარჯვებულს) ცუდი დღე ელის.