ინგლისური “სანდი თაიმსი” ამბობს, რომ რუსებს ტოკიოს ოლიმპიადაზე საერთოდ არ დაუშვებენ. ბუნებრივია, სკანდალურ სტატიას შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები სჭირდებოდა და ესენიც დაიდო: არის ასეთი სიმაღლეზე მხტომელი დანილა ლისენკო, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სახელს ატარებს. ჰოდა, დანილამ 2018 წელს ზედიზედ სამი დოპინგ-ტესტი გააცდინა. როცა ჰაერში სრულიად რუსული სპორტის დისკვალიფიკაიის სუნი დატრიალდა, ვირეშმაკული მეთოდებიც დაიწყო. დანილა ლისენკომ სპორტულ არბიტრაჟს წარუდგინა ავადმყოფობის ცნობა, რომელიც გაცემულია გამოგონილი ექიმის მიერ. ცნობაში მითითებული კლინიკის მისამართზე შენობის ნანგრევები აღმოჩნდა. ახალი რეგულაციებით, სოკ-ს უფლება აქვს, არა მხოლოდ მძლეოსნობის ფედერაცია, არამედ სრულიად რუსული სპორტი დატოვოს ოლიმპიადის მიღმა. ვნახოთ. ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ამბობენ, თავად დანილამ “ჩაუშვა” ყალბისმქნელი ჩონოვნიკები და  სანაცვლოდ სასჯელის შემცირების პირობა მიიღოო.

წილი
წინა სტატიავითომ სწორად მოიქცა ფრენკი დე იონგი?
შემდეგი სტატიაადიოს, ხამეს!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".