დასტვინა მსაჯმა დაშლა-არმოშლის და გადაირია ლივერპული. ასეთი ფანობა ბარე ორმა დაიტრაბახოს და ზეიმი მაშინაც არ ეზარებათ, ინგლისის თასის მერვედფინალში “კარლაილს” რომ უგებენ. საქმე სხვაშია: იურგენ კლოპმა და მისმა თავხედი ბიჭების ბანდამ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არ მოიგეს. ეს იყო კლასიკური გაკვეთილი იმისა, რატომ არ უნდა ჩამოუშვა ცხვირი. “ბარსელონას” გადაეყარე? მერე რა? 3:0 მოგიგო? მერე რა? სალაჰი და ფირმინო დაგაკლდნენ? მერე რა? გადი მოედანზე და იომე! ოღონდ იმ ომს კლოპის დარი მთავარსარდალი უნდა. მერე? მერე იზეიმე ისე, როგორც ევროპაში პირველებს შეშვენით. ისე, როგორც დასჯილი ბავშვივით საწყალი მესის დამჩაგრავებს შეშვენით. “აიაქსისგან” განსხვავებით, ეს გუნდი (მჯერა) არ დაიშლება. იქ სხვა სულია. იქ ფეხბურთის “ბითლზები” ბურთაობენ…

წილი
წინა სტატია„ბრივს“ ტოპ 14-ში 7 ქართველი აჰყვება
შემდეგი სტატია237 კილომეტრი საათში
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".