70 წლის ასაკში ფორმულა ერთის 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი პილოტი ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ჩვენი საყვარელი ნიკი ახლობელთა გარემოცვაში გარდაიცვალა. შარშან ივლისში ნიკი ლაუდა საავადმყოფოში მოხვდა, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მას გრიპი ჰქონდა. თუმცა ავადმყოფობა პნევმონიის მძიმე ფორმაში გადაიზარდა, შემდეგ კი ექიმებმა დაადგინეს, რომ…
„რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის კლუბთან ოთხი წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალი კონტრაქტის თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2013 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 29 წლის კროოს „ლოს ბლანკოსის” მაისურით 233 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან ამ სეზონის მონაგარი გახლავთ 28 მატჩი ესპანეთის პირველობაზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში. გერმანელი „რეალში” „ბაიერნიდან” 2014 წელს გადავიდა…
სუმოს იმაზე გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სპორტის ამ სახეობაში ფულიც არანაკლები ტრიალებს, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ არსებობს სუმოს მოყვარულთა ინტერნეტფორუმები მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე. ამ ფორუმებზე კი ლევან გორგაძე ერთ-ერთი განხილვადი ფიგურაა. როგორც ნებისმიერ ვარსკვლავს შეშვენის, ტოჩინოშინზეც ერთნი აღტაცებით წერენ და სხვანი ბოღმით. საერთო აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი სეკიტორი…
„რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც უვარგისი ფეხბურთი ითამაშა, შინ წააგო „ბეტისთან” (0:2) და ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი ამ შეხვედრაშიც კი არ შეუშვა მოედანზე. ფაქტობრივად, ამ საქციელით მწვრთნელმა თქვა, რომ უელსელისთვის მის გუნდში ადგილი არ მოიძებნება და თავდამსხმელი, ბუნებრივია, ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს 29 წლის ვარსკვლავის შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს, რაზეც მან…
პეპ გვარდიოლას შეუძლია კიდევ ხუთი წლით დარჩეს „მანჩესტერ სიტიში” და ამ ხნის განმავლობაში 100 მილიონი გირვანქით გამდიდრდეს. კლუბი წლიური ხელფასის თხუთმეტიდან ოც მილიონ გირვანქამდე გაზრდას ჰპირდება. კატალონიელ სუპერ-მწვრთნელს დღეს მოქმედი კონტრაქტის ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტი” უეფას საფინანსო საქმეთა გამომძიებლებმა არასრულწლოვანი ფეხბურთელების დაბევება-გადაბირებაში გამოიჭირეს და დიდი შანსია სატრანსფერო საქმიანობა დროებით აუკრძალონ….
ესეც ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა. თანაც, ტიტული „ბაიერნმა“ ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა და ზეიმის მიზეზიც მეტი იყო. ზეიმი როგორ არ შედგა, მაგრამ ცრელიც ახლდა და მიუნხენელთა ფანებმა ისეთი პერფორმანსი მოაწყეს, ჩემპიონობაზე მეტს რომ ნიშნავდა. ბავარიელები ფრანკ რიბერის და არიენ რობენს დაემშვიდობნენ. რიბერიმ „ბაიერნში“ 12 წელი იბურთავა და შაბათს ჩემპიონის მეცხრე ტიტული მოიპოვა. ეს გერმანიის ყველა დროის რეკორდია…
ერთხელ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, როდესაც შენი საქმე გიყვარს, თავიდან ერთი ღერი თმა არ ჩამოგივარდებაო. „განსაკუთრებულმა” ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას მიუძღვნა, მაგრამ ალბათ შეცდა. გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისა” და „უოტფორდის” ფინალის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რასაც ალბათ უფრო ფეხბურთისადმი გიჟური დამოკიდებულება ჰქვია. შაბათს, „სიტიმ” წლევანდელ მონაგარს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასიც შეჰმატა — „უოტფორდს” 6:0 მოუგო….
მეშვიდე დღე და მეშვიდე გამარჯვება. არადა, ტოჩინოშინის მეტოქე მისთვის უხერხული კოტოსიოგიკუ იყო, ვისთანაც აქამდე 9:24 აგებდა. ლევანმა მარცხენა ხელის მავაშში ჩავლება დაასწრო მეტოქეს და პრინციპში ბრძოლაც დამთავრებული იყო – წრიდან მისი განდევნა აღარ გასჭირვებია. კვირას ლევანი ენდოს უნდა დაუპირისპირდეს. აქამდე მასთან სულ რვაჯერ უბრძოლია და ჯერჯერობით ანგარიში 4:4 გახლავთ. მოგეხსენებათ, ლევანს ათი მოგება სჭირდება ოძეკის…
123 გოლის გამტანი ფეხპროთეზიანი ყოფილი ფეხბურთელი პიცერიაში მიმტანად მუშაობს. როგორ მოხვდა „მალაგას“ ექსმეგოლე ურუგვაელი დარიო სილვა მალაგას პიცერიაში? 2006 წლის 23 სექტემბერს მონტევიდეოში სილვა პიკაპით ბოძს შეასკდა და მარჯვენა ფეხი ისე დაეჟეჟა, რომ მუხლსქვემოთ მოსაჭრელი და პროთეზით შესაცვლელი გაუხდა. იმ დროისთვის კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდა – ბოლოს „პორტსმუთში“ (2005–06 ) თამაშობდა, თუმცა კარიერა თავისი ნებით…
მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა. „ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს…
ბევრს შეიძლება არც სმენოდეს არაფერი ლაურა დალმაიერის შესახებ, მაგრამ გერმანული ბიატლონის დედოფალი თავის საქმეში ლეო მესი ან თუნდაც როჯერ ფედერერია. ორგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ამის მიზეზად დოპინგკონტროლის მახინჯი სისტემა დაასახელა: „დავიღალე. მომბეზრდა იმაზე ფიქრი, რომ ყოველ დღე, დილის 6-დან ღამის 23 საათამდე ვალდებული ვარ თითოეული…
ინფორმაცია უკვე ტურინული კლუბის ოფიციალურ საიტზე დევს. შაბათს კლუბის მფლობელი ანდრეა ანიელი და აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმელიანო ალეგრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და იმ მიზეზებზე ისაუბრებენ, რამაც კლუბი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. არც სჭირდება ახსნა. ალეგრი „იუვენტუსში“ ხუთი წლის წინ მივიდა, ხუთჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონატი, ჯამში 11 ტიტულს მოუყარა თავი, მაგრამ მთავარი პირობა შეუსრულებელი დარჩა…
რომის საჩოგბურთო მასტერსზე ხუთშაბათი ავსტრალიელი ნიკ კირიოსის დღე იყო… და ეს იმის მიუხედავად, რომ რაფა ნადალმა ერთ დღეში ორი მატჩი მოიგო და ჯერ ჯერემი ჩარდის, მერე კი ჩვენ ნიკა ბასილაშვილს მხოლოდ თითო გეიმი დაანება. რა ქნა ასეთი კირიოსმა? გადამწყვეტ მესამე სეტში ნაკლებად ცნობილ მეტოქეს ჯერ ბრეიკი აართვა, მერე კი საკუთარი მოწოდება წააგო და ჩოგანი კორტზე…
ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადასასვლელად 3-6 ადგილზე გასული გუნდების ფლეი-ოფის ფინალში „ასტონ ვილა” და „დერბი” გავიდნენ. ისინი „უემბლიზე” 27 მაისს შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალში გასასვლელად „დერბის” „ლიდსთან” გადახდა დრამატული დაპირისპირება. პირველი შეხვედრა დერბიში „ლიდსის” გამარჯვებით დასრულდა — 1:0, საპასუხო თამაში კი უკვე „დერბიმ” მოიგო — 4:2. შეხვედრა დრამატული გამოდგა, ვინაიდან ანგარიში „ლიდსმა” გახსნა, მაგრამ სტუმრებმა სამი გოლით უპასუხეს….
„სარბიელი“ ტრადიციული გამოკითხვა იწყება. ანკეტები რესპოდენტებთან დაგზავნილია და საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც მალე გამოცხადდება. ისევ როგორც შარშან, ჩვენი პარტნიორი ამჯერად კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც, ცხადია, დიდ მადლობას მოვახსენებთ. „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ, 1992 წლიდან იღებს სათავეს, თუმც გარკვეული მიზეზების გამო 2008-2017 წლებში ის შეჩერებული გახლდათ. განვაახლეთ და „ლიდერბეთიც“ ჩვენს…
კაცი არ ჩანს ლევან გორგაძის გამჩერებელი. ჩვენმა გოლიათმა რიგითი მაეგაშირები ხომ უპრობლემოდ გადადგა დოჰიოს გარეთ, ახლა ელიტას დაერია. მისი მეექვსე მეტოქე გამოცდილი სეკივაკე იტონოძიო იყო. მეტოქემ იყოჩაღა და მარცხენა ჩავლების აღება დაასწრო ლევანს, მაგრამ ძეგველი გოლიათი ისეთ ჯანზეა, ამით ვერ შეაშინებ. ლევანმა ჯერ ჩავლება ძალისმიერად ჩაახსნევინა, მერე ბრძოლა მარჯვენა დგომში გადაიყვანა და 227 კილოგრამიანი იტონოძიო…
„მარკა” წერს, რომ ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში” გადასაყვანად, ამ ტრანსფერის მომხრეებს კატალონიელ გულშემატკივრებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან რთული მოლაპარაკებების დაძლევა მოუწევთ. გრიზმანი „კამპ ნოუზე” შარშანაც უნდა გადასულიყო, მაგრამ მან ტრანსფერი თავად ჩაშალა და მერე ამის შესახებ ესპანეთში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში ილაპარაკა. ფრანგის დამოკიდებულებამ კი დიდი კლუბის ბანაკი გააღიზიანა. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონმა თქვა, რომ ზაფხულში ის…
„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,…
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები…
13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები…
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი ვანო კარკაძე კარიერას „ბრივში“ გააგრძელებს. ამ კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობისა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების კვაჭი იან ლაგანი ზაფხულში „ბორდოში“ გადადის და ბრიველთა შერკინების ახალმა მწვრთნელმა, სახელოვანმა ბორჯღალოსანმა გოდერძი შველიძემ ამ დანაკარგის შევსება თანამემამულით გადაწყვიტა. მისი პროტეჟეს, „ორიაკის“ ჰუკერის ვანო კარკაძის კანდიდატურამ „ბრივის“ ხელმძღვანელობა სავსებით დააკმაყოფილა და ახალგაზრდა პირველხაზელი მომავალი სეზონიდან…
ფავორიტთაგან ორი დაუმარცხებელი ლიდერობს მაისის ბაშოს. ერთი დიადი ჩემპიონი კაკურიუა და მეორე ტოჩინოშინი, ანუ ჩვენი ლევან გორგაძე. ხუთიდან ხუთი გამარჯვება და იაპონურ გაზეთებში გამოჩენილი კარიკატურები, სადაც ჩვენებურს ამწეს ადარებენ, ბევრ რამეზე მეტყველებს. ტოჩიმ ამჯერად ჰოკუტოფუძისთან გაახერხა მავაშში მარცხენა ჩავლება და წრის მიღმა განდევნა. ახლა პერსპექტივა: ბაშოში არ მონაწილეობს უდიადესი იოკოძუნა ჰაკუჰო, დღეს მოიხსნა ბაშოდან ოძეკი…
დიახ, ცუდად მოიქცა უეფა, რომ „ჩელსის“ და „არსენალის“ ფანებს გაცილებით ცოტა ბილეთები არგუნა ევროპის ლიგის ფინალში, ვიდრე ნეიტრალურ მაყურებელს. დიახ, ცუდია რომ ნეიტრალურები ბილეთებს „ოთუზბირად“ მიჰყიდიან ინგლისელებს, მაგრამ უხერხულია იმაზე წუწუნი, რომ ბაქო შორია და იქ რა ჩავა. დაგუგლეთ და ნახეთ ინგლისის ყოფილი კოლონიები. ევროპის ლიგის ფინალები და თვითმფრინავები არ სჭირდებოდათ საიმისოდ, რომ დედამიწის რაგინდარა…
„მანჩესტერ სიტის” სწამს, რომ გაისადაც ყველა ინგლისური შეჯიბრების ფინალში გავა. პეპ გვარდიოლამ და მისმა გუნდმა ამთავითვე შეუკვეთეს „უემბლის” წინ მდებარე სასტუმროში ადგილები, თან სამჯერ. უფრო სწორად ოთხჯერ, მაგრამ ოთხიდან ერთი ფინალი ისედაც დაბევებული ჰქონდათ. ეს სასტუმრო „ჰილტონია”, სადაც „ქალაქელები” ხვალაც გაჩერდებიან — შაბათს, 18 მაისს, ხომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, „სიტი” „უოტფორდს” ხვდება. ამრიგად, „მანჩესტერ…
სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი სიმბოლური ნაკრები მიიღო: ალისონი (ლივერპული) – რობერტსონი (ლივერპული), უოლკერი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), მატიპი (ლივერპული)…
„გრასჰოპერსი“ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო წლებში მის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ან რა უნდა გვსმენოდა, როცა ბოლოს ჩემპიონი 2003 წელს გახდა, სამეულს კი 2014-ის შემდეგ არ გაკარებია. სამეული კი არა, გუნდი ცხრილის ფსკერზეა და 68 წლის განმავლობაში პირველად ქვედა ლიგაში დაქვეითდდა. ოფიციალურად გავარდნა „ლუცერნთან“ კვირას გამართულ მატჩს უნდა დაედასტურებინა. შეხვედრა მაშინ შეწყდა, როცა…
ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი. სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია. პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან…
ოძეკის ტიტულის დაბრუნება აღარაა აქტუალური. ასეთი სტარტის შემდეგ ლევან გოგაძეს ათ მოგებამდე ასვლა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს. იოკოძუნა ჰაკუჰოს არყოფნაში ეგებ უფრო მეტისთვის ბრძოლაც გამოვიდეს. ტოჩის მეოთხე მეტოქე მესამე მაეგაშირა ტამავასი იყო და ისიც წინა სამის მსგავსად მიაბრძანა დოხიოდან. დაველოდოთ, რა ვითარება იქნება ეკვატორის გადალახვისას, ანუ მეშვიდე-მერვე საშეჯიბრო დღის შემდეგ. ლევანმა იქამდე უნდა მოსწროს მაქსიმუმი,…
გადაწყვეტილი ამბავია. ანტუან გრიზმანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ტოვებს. ეს სიტყვები ბოლო ორი წლის განმავლობაში უამრავჯერ გვსმენია, მაგრამ ახლა რეალობაა – კლუბის ოფიციალურ საიტზე ფეხბურთელის მიმართვა გავრცელდა ქომაგებისადმი, რომლებსაც მადლობას უხდის. გრიზმანი „ატლეტიკოდან“ წასვლას ახალი ემოციების, ახალი გამოწვევების აუცილებლობას უკავშირებს. ჯერ არ თქმულა, რომელ გუნდში მიდის გრიზმანი, მაგრამ რად უნდა მკითხაობა? შარშან „ბარსელონა“ მის ტრანსფერთან ერთ ნაბიჯში…
რომის მასტერსის ანუ ოფიციალურად იტალიის ღია პირველობის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა სერბი ლასლო ჯერე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. დრამატულ პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, მაგრამ 5:5-ზე ქართველმა ერთხელაც აართვა მეტოქეს მოწოდება და სეტი 7:5 მოიგო. მეორე სეტის მე-5 გეიმში ნიკამ, როგორც აღმოჩნდა, გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და შეხვედრა აუღელვებლად მიიყვანა ფინალამდე – 7:5, 6:4. მერვედფინალში ნიკას…
უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაასახელა არბიტრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოემსახურება – „ლივერპული“- „ტოტენჰემის“ განსჯა სლოვენიურ ბრიგადას ანდეს კარგად ცნობილი დამირ სკომინას მეთაურობით. მას იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ესპანელი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება. ვიდეოასისტენტების ბრიგადაში ჰოლანდიელები დანი მაკკელი და პოლ ვან ბუკელი, აგრეთვე გერმანელები ფელიქს ცვაიერი და მარკ ბორში შევიდნენ. ეს უკანასკნელი…
ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის” ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი” ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება. დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის” დარღვევა დაუმტკიცა და ახლა სურს კლუბი ორი სატრანსფერო ფანჯრით დასაჯოს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „ჩელსი” „რეალისგან”…
სამიდან სამი გამარჯვება! უკეთესს ვერც ვინატრებდით. ლევან გორგაძის ქომაგებს, მადა რომ ჭამაში მოდის, უკვე ის დაგვემართა. რატომაც არა – ტოჩინოშინმა ამჯერად მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი განდევნა ხალიჩიდან იორიკირით, ანუ ძალისმიერი მიწოლით. მონღოლს აქამდე ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა. ჩვენებურს კარგა ხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ ძალამ აღმართი მოხნა. ხვალ ლევანი მესამე მაეგაშირა ტამავასის დაუპირისპირდება. აქამდე გამართულ ბრძოლებში ჩვენებური…
უკმაყოფილება ევროპის ლიგის ფინალის ბაქოში დანიშვნის გამო აქამდეც იგრძნობოდა, მაგრამ ამას ახალი პრობლემები დაემატა. უეფამ ფინალისტ კლუბებს მხოლოდ 6-6 ათასი ბილეთი გამოუყო. ბაქოს ოლიმპიური სტადიონი 70-ათასამდე მაყურებელს იტევს, მაგრამ აქედან მხოლოდ 64 ათასი ადგილი დაიტვირთება. ფინალისტებისთვის გამოყოფილ სასაცილო კვოტაზე უკვე მოგახსენეთ. მათზე მეტს, 14 500 ბილეთს მიიღებენ უეფას სპონსორები, 37500 ბილეთი კი ნეიტრალურ მაყურებელზე გაიყიდება….
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გუნდის და კოსტა-რიკის ნაკრების 32 წლის გოლკიპერ კეილორ ნავასს შეატყობინა, რომ მომავალი სეზონიდან მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 12 ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონობა და სამგზის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას ძირითადში ადგილი მიმდინარე სეზონში ჩამოართვეს. 9-ჯერ სასტარტოში გამოსულმა კარი მშრალად 4 შეხვედრაში შეინახა. ნავასის გაშვებუს…
პრემიერლიგა დასრულდა და სანამ ევროპის დამპყრობელი ოთხი ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულებს გაარკვევს, ლა მანშს გადაღმა ქვედა ეშელობის შეჯიბრებას აკვირდებიან. და აღმოაჩინეს, რომ ლიგა ორში ანუ ქვეყნის რანგით მეოთხე ჩემპიონატში, „ტრანმერი როვერსისა” და „ფორესტ გრინის” ნახევარფინალურ შეხვედრაში, ტრიბუნაზე ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული მსაჯი მაიკ დინი ზის და არა მარტო ზის არამედ თავგადაკლული…
ფორმულა 1-მა ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთე, ესპანეთის გრან-პრი მოილია, მაგრამ ინტრიგა უკვე მკვდარია. ყველა რბოლაში დუბლი შეასრულეს გერმანული საჯინიბოს პილოტებმა ლუის ჰემილტონმა და ვალტერ ბოტასიმ. „ფერარის“ ლიდერი სებასტიან ფეტელი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. სეზონის სტარტზე იტალიელები იქადნებოდნენ, მანქანის ძრავში და აეროდინამიკაში ისეთი ცვლილებები შევიტანეთ, კონკურენციის არც კი გვეშინიაო. პირიქით კი აღმოჩნდა. სწორედ ბოლიდის აგრესიული აეროდინამიკური ფორმა…
იტალიური სერია А-ს წინა ტურის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა რომში მოხდა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „რომამ” უმოტივაციო „იუვენტუსს” რომ 2:0 მოუგო, ამაში სენსაციური არაფერია. სრულიად იტალიური მედია კრიშტიანუ რონალდუსა და რომაელთა კაპიტან ალესანდრო ფლორენცის კონფლიქტს განიხილავს. 58 წუთზე მოედნის ცენტრში ედინ ჯეკო დაეცა, მაგრამ ტურინელებმა თამაში განაგრძეს. ამან მათი კაპიტანი გააღიზიანა და რონალდუს მიეჭრა. პასუხად პორტუგალიელმა…
მობილურმა ტელეფონმა ისეთი ჯარიმა შეუსრულა დევიდ ბექემს, როგორსაც ჯეელობაში ბექემი თვითონ ასრულებდა. საჭესთან ტელეფონში ქექვის გამო, ნაკრების ყოფილ კაპიტანს, სასამართლომ ინგლისში მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვა. შარშან ნოემბერში, ლონდონში, მოწმეს გადაუღია ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ბექემი ავტომობილის მართვისას გზას არ უყურებს და მუხლებზე რაღაჩას ჩასჩერებია. ბრალდებულმა თავი იმართლა, შარშანდელი ნოემბრისა რა მახსოვს, იმ დღეს მანქანაში…
მაისის ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ლამის გუშინდელის ტყუპისცალი: დაიეისიოსთან ქართველმა მესთვის მარცხენა ჩავლება გაახერხა და მეტოქე წრის გარეთ უპრობლემოდ გაიტანა. ჯერჯერობით ძნელია შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, მაგრამ ორ დღეში ზედმეტი წვალების გარეშე მოპოვებული ორი გამარჯვება იმის იმედს გვაძლევს, რომ რომ ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე არც ისე შორია. ხვალ ლევანის მეტოქე ოკინოუმი იქნება, რომელიც…
ანტონ ფეიქრიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. გამოცდილ ბორჯღალოსნებს თავთავიანთ კლუბებთან კონტრაქტები ამ სეზონის ბოლომდე ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა ფეიქრიშვილმა ამ სეზონის დასკვნითი ნაწილი სამედიცინო ჯოკერის სტატუსით საფრანგეთის პრო D2-ის „მონ-დე-მარსანში“ გაატარა და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა, საიდანაც მონტუაზელებმა უკვე გავარდნაც მოასწრეს, განადგურდნენ რა ნიკა ნეფარიძის „ვანთან“ 10:50. 31 წლის ბორჯღალოსანი გუნდს…
შეგვიძლია მილიონჯერ გადავახვიოთ და ვნახოთ, როგორ გავიდა „ბარსელონას“ კარში საუკუნის ყველაზე გულუბრყვილო გოლი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა წამიერადშეცვალა გადაწყვეტილება, დივოკუ ორიჯის უპასა და… „ლივერპული“ ფინალშია. როგორც აღმოჩნდა, ამ სასწაულს ერთი ფარული თანაავტორიც ჰყავდა, რომელზეც ყურადღება პირველმა ჟოზე მოურინიომ გაამახვილა. „მე ვმუშაობდი კლუბებში, სადაც კარგად არ ესმოდათ „ბოლბოის,“ ანუ ბურთის მიმწოდებელი ბიჭის მნიშვნელობა. თუ გუნდი ჩქარობს, მოედნიდან გასული…
„გაისმის მსაჯ რიკარდო ლატანცის ფინალური სასტვენის ხმა, რომელიც გვაუწყებს, რომ თბილისის დინამოელებმა…“ – განთქმული ქართველი კომენტატორის რუსულად წარმოთქმული ეს სიტყვები იყო პირველი ოფიციალური ნიშანი იმისა, რომ თბილისი აფეთქდებოდა. „წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში“, – კვლავ გადმოვაქართულებთ საზეიმო სიტყვას. დიუსელდორფის „რაინშტადიონის“ კაბინაში მჯდომი კოტე მახარაძე ალბათ ცხადლივ ხედავდა ღამის ქალაქში გამოგლეჯილ ფანჯრებს, წამში გავსებულ ქუჩებს, დაქოქილ…
იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს. „კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა…
მოგება ყველა ფასეულია, მაგრამ ჩვენთვის საყვარელ ძიუდოში, ყველაზე პრესტიჟულ წონაში, გრანდ სლემზე და ნახევარფინალ-ფინალში რუსების ტატამზე დახეთქებით მოპოვებულ ოქროს მედალს სხვა ელვარება აქვს. გელა ზაალიშვილმა ბაქოს გრანდ სლემის ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაჩაგრა. მანამდე, ნახევარფინალში გელას მსხვერპლი კიდევ ერთი რუსი ანტონ კრივობოკოვი შეიქნა. ეს ყველაზე გემრიელი აკორდები იყო, თორემ პირველ წრეებში ჰოლანდიელ როი მაიერსა და…
რომის მატერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგნის რანგში ჩავიდა, რადგან მადრიდული მასტერსის ქულების წყალობით მას ფრანგმა გაელ მონფისმა გადაასწრო. სამაგიეროდ, ნიკამ ისე დაიწყო რომაული ტურნირი, მალევე უნდა დაიბრუნოს პოზიცია. პირველ წრეში ნიკას მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი იყო, ვინაც სადღეისოდ რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებს. ნიკამ პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაანება. მეორე…
დღეს დაიწყო მაისის ბაშო, რომელსაც ლევან გორგაძისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ათი გამარჯვება სჭირდება და ამ ათიდან პირველი უკვე მიითვალა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ტიოტაირიო იყო. ჩვენებურმა ორივე ხელის მავაშში ჩავლება მოახერხა, ლამის ორასკილოგრამიანი მეტოქე დოჰიოს მოსწყვიტა და ბზით შემოფარგლული წრის მიღმა გაიტანა. ორშაბათს ლევანის მეტოქე დაიეისიო იქნება. აქამდე ფალავნები სულ ხუთჯერ შეხვედრიან…
გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და…
დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა…
„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება. ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას? თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes