ორნი და სხვები

ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება. ახლა „ბათუმი“ დადგა პირველ ადგილზე, რადგან ბურთების სხვაობა ერთით უკეთესი აქვს „საბურთალოზე“. „ბათუმი“ და „საბურთალო“ უკვე 7 ქულით დაშორდნენ კონკურენტებს, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევს. ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ბოლნისელებს ხუთი ბურთი გაუტანეს ერთის სანაცვლოდ. ლამაზი გოლები და ემოციური გულშემატკივარი – აი, ეს არის დღეს ბათუმის „დინამო.“ ეგ არის, ბათუმელ ქომაგებს ზოგჯერ ზედმეტი მოსდით ხოლმე, ხან მინდორზე გარბიან, ხან ბოთლებს ისვრიან, ან ღობეზე ძვრებიან… შედეგად, სხვადასხვა დარღვევებისთვის, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „სიონთან“ მატჩამდე კლუბი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. „დინამომ“ გულშემატკივრებს საგანგებოდაც მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. საბურთალოელებმა კი აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ არ დაინდეს. ვეტერინარები ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდნენ.

უხვგოლიანი „ტორპედო“

საინტერესო მატჩი გაიმართა წყალტუბოში, სადაც „ტორპედომ“ და „დილამ“ ერთმანეთს 3-3 ბურთი გაუტანეს. ქუთაისელები 3:1 იგებდნენ, მაგრამ გორელები არ შედრკნენ და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ვნებათაღელვამ კულმინაციას ბოლო წუთზე მიაღწია, როცა ქუთაისელებმა საჯარიმოს ახლოს, ბრაზილიელი რიჩარდ ლუკას წაქცევისთვის ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს. მაგრამ მათე ცინცაძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. სხვათა შორის, ბოლო დროს ქუთაისელთა მონაწილეობით გამართულ მატჩებში ბევრი გოლი გადის: „რუსთავთან“ 4:2, „საბურთალოსთან“ 2:3, ბათუმის „დინამოსთან“ 3:2. და ეს ყველაფერი მაისის თვეში.

მოყოჩაღებული „ლოკომოტივი“

თბილისის „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურა“ ბოლო წუთებში გატეხა. შოთა შეყილაძისა და ირაკლი სიხარულიძის გოლებს ზემოიმერლებმა ვერაფრით უპასუხეს. ეს რკინიგზელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გახლდათ. მოუხდათ ახალი დამრიგებლის, ლევან კორღალიძის ხელი.

მე-16 ტური

ტორპედო 3:3 დილა

0:1 გოშთელიანი (3), 1:1 ზივზივაძე (8, პენ), 2:1 დოლიძე (12), 3:1 ზივზივაძე (45+1, პენ), 3:2 კუგბენია (72), 3:3 ნონიკაშვილი (74)

რუსთავი 0:1 დინამო

0:1 კუტალია (32)

საბურთალო 3:0 ვიტ ჯორჯია

1:0 ვაგნერ გონსალვესი (28), 2:0 შინდაგორიძე (64), 3:0 დიასამიძე (70)

ლოკომოტივი 2:0 ჩიხურა

1:0 შეყილაძე (85), 2:0 სიხარულიძე (90+3)

ბათუმი 5:1 სიონი

1:0 მამუჩაშვილი (38), 2:0 რამოსი (62, პენ), 3:0 ტეიდი (66), 4:0 მამუჩაშვილი (77), 4:1 ჩაჩუა (85), 5:1 საბანაძე (90+3)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

1 ივნისი: დილა – დინამო (18:30), ვიტ ჯორჯია – ტორპედო (20:30) 2 ივნისი: სიონი – ლოკომოტივი (17:00), ბათუმი – რუსთავი (19:00), ჩიხურა – საბურთალო (21:00)

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 10, ჯაბა უგულავა (სიონი), ლევან კუტალია (დინამო) – 8

წილი
წინა სტატიაკოუტინიოს სამიდან ერთი
შემდეგი სტატიაუეინ რუნი გორილაა და კუდი აქვს
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.