ტელეკომპანია „სქაიმ” გასულ სეზონში ბუნდესლიგის 266 თამაში გადასცა და ამ შეხვედრებიდან ოთხის გასწვრივ დაიწერა, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ტელევიზორში ფეხბურთს გადასცემდნენ, მას კი პირდაპირი მნიშვნელობით არავინ უყურებდა. ცხადია, ასე არ ყოფილა. ლაპარაკია აღრიცხვის ტექნიკურ მხარეზე ანუ თუკი მატჩი 5 000 ადამიანზე ნაკლებმა ნახა, ითვლება, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. კომერციის თვალსაზრისით ეს ერთი და იგივეა.

0 მაყურებლიანი შეხვედრები იყო: „ჰერტა” — „ლევერკუზენი”, „ვოლფსბურგი” — „აუგსბურგი”, „მაინცი” — „ჰოფენჰაიმი” და „მაინცი” — „ვოლფსბურგი”.

15 შეხვედრას მხოლოდ 10 000 მაყურებელი ჰყავდა. ამ თამაშებიდან შვიდში მონაწილეობდა „ფრაიბურგი” და ექვსში „ვოლფსბურგი”.

ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა „ბაიერნისა” და „დორტმუნდის” დაპირისპირებებს: 2,05 და 2,2 მილიონი მაყურებელი.

მილიონზე მეტმა მაყურებელმა 17 მატჩს უყურა.