სულ რამდენიმე დღე გავიდა ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის სეზონის გასრულებიდან და პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა გარიგებული თამაშების ორგანიზატორების და მონაწ

ილეების დასაკავებლად. შავფორმიანი სპეცრაზმელები ერთდროულად უესკაში, მალაგაში, მადრიდში, ლა კორუნიასა და ვალიადოლიდში შევარდნენ ეჭვმიტანილთა სახლებში. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო “ოიკოსი” რაც ძველბერძნულად სახლს ნიშნავს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის “უესკას” პრეზიდენტი. ეჭვმიტანილი ოცამდეა.

დღეს “მარკას” გარეკანი შავი იყო და სათაურიც შესაფერისი: “ესპანური ფეხბურთის შავი დღე”. გაგრძელება იქნება…

 

წილი
წინა სტატიაბროლის კაცი
შემდეგი სტატიაპრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".