ჯენარო გატუზო „მილანის” მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.

მისი ხელმძღვანელობით „როსონერი” სერია A-ში მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩემპიონ „იუვენტუსს” 22 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს მიღმა დარჩა.

„ლა რეპუბლიკასთან” საუბარში გატუზომ თქვა: „ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. „მილანის” დატოვება მტკივნეულია, მაგრამ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადამედგა.

გადაწყვეტილება რომელიმე ერთი კონკრეტული მომენტის გამო არ მიმიღია. ეს გახლდათ 18 თვის შეჯამება; 18 თვისა, რომელიც ჩემთვის ყველა სხვაზე მნიშვნელოვან კლუბში გავატარე.

ეს იყო დიდი ვნებათაღელვის პერიოდი. ეს გახლდათ დაუვიწყარი დრო. ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი გულსატკენია, მაგრამ აწონილ-დაწონილი.

დიახ, ორწლიან კონტრაქტს ვაუქმებ, რადგან ჩემი და „მილანის” ურთიერთობა ყოველთვის ფულზე მაღლა იდგა.

ბოლო დღეებში ფაქტობრივად არ მიძინია. განადგურებული ვარ. ჩემი წარსულის გამო „მილანის” წინაშე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ”.

იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ გატუზოს გადაწყვეტილება კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ლონდონის „არსენალის” ყოფილ შეფ აივან გაზიდისთან საუბრის შედეგია.

 

წილი
წინა სტატიაგრილიშის თილისმა
შემდეგი სტატიაგარბის და არ უშვებენ
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...