ბოლნისური დავიდარაბა
მე-15 ტურის მთავარი ამბავი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ მოხდა. ქვემოქართლურ დერბიში ისეთი ამბები დატრიალდა, აქამდე რომ არ გვახსოვს – 4 გაძევება, 6 გოლი და 2 ავტოგოლი… ბოლო 26 წუთი გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს.
ყველაფერი რუსთაველთა მესამე გოლს მოჰყვა 64-ე წუთზე. მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად, მსაჯმა ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა.
ამის შემდეგ მასპიძელმა ბოლნისელებმა სამი საპასუხო ბურთი გაუტანეს რუსთაველებს.
საინტერესოა, რომ რუსთაველმა ზურაბ ჯაფიაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა საკუთარ კაში (წინა ტურში „ტორპედოსთან“) და ეს გოლი მე-200 აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.
ჩემპიონის პირველი ფრე
ბათუმის „დინამომ“ სტუმრად „ჩიხურა“ დაამარცხა, „საბურთალომ“ კი „დილასთან“ ფრედ ითამაშა. ამისდაკვალად, გუმდებმა, რომლებიც თითქმის ყოველ ტურში ცვლიდნენ პირველ-მეორე ადგილს, თანაბარი ქულები მოაგროვეს. საბურთალოელები კი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო დგანან სათავეში. ეს ჩემპიონების პირველი ფრე გახლდათ მიმდინარე სეზონში.
დუშანი დინამო არენაზე
თბილისის „დინამომ“ მიჯრით სამი წაგების შემდეგ, ოდინდელ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო და ქომაგები ოდნავ დააწყნარა. მატჩს დინამელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დუშან უჰრინ-უმროსი ესწრებოდა. რისთვის ჩამოვიდა ის თბილისში?
ვიტ ჯორჯია იძირება
„ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო და ბოლო ადგილზე დადგა. ამჯერად ვეტერინარები „ლოკომოტივთან“ განადგურდნენ. თუმცა, ახლა, კლუბის ფეხბურთელების ტოტალიზატორთან დაკავშირებულ სკანდალში გახვევის შემდეგ, დანარჩენი მოთამაშეებისა და მათი გამოცდილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ხაჩიძის მდგომარეობაც გასაგებია.
ჩიხურა 1:2 ბათუმი
1:0 ჩიხლაძე (18), 1:1 ფლამარიონი (33), 1:2 ჯანელიძე (81)
ვიტ ჯორჯია 0:3 ლოკომოტივი
0:1 კირკიტაძე (34), 0:2 სიხარულიძე (46), 0:3 ძებნიაური (76)
სიონი 3:3 რუსთავი
0:1 ციცქიშვილი (5), 0:2 მაქაცარია (12, საკ. კარში), 0:3 სილაგაძე (61), 1:3 კირკიტაძე (84), 2:3 ჯაფიაშვილი (87, საკ. კარში), 3:3 ხმალაძე (90+1)
გაძევება: ვილი ისიანი, დავით თარგამაძე (64, ორივე – სიონი); ლუკა გადრანი, ლაშა ქოჩლაძე (64, – ორივე რუსთავი)
დინამო 2:1 ტორპედო
1:0 ივანისენია (31), 1:1 დოლიძე (62), 2:1 შენგელია (78)
დილა 1:1 საბურთალო
0:1 დიასამიძე (67), 1:1 კუცია (76)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
28 მაისი: ტორპედო – დილა (17:00), რუსთავი – დინამო (19:00), საბურთალო – ვიტ ჯორჯია (21:00)
29 მაისი: ლოკომოტივი – ჩიხურა (18:30), ბათუმი – სიონი (20:30)
მეგოლეები: ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 9, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო), ჯაბა უგულავა (სიონი) – 8, ლევან კუტალია (დინამო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 7