ინგლისური „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერკსენი მადრიდის „რეალის“ მაისურით ოფიციალურ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარსდგება.
27 წლის ფეხბურთელი ლონდონში 2013 წელს „აიაქსიდან“ გადაბარგდა და ტრანსფერის თანხა 13.5 მილიონი ევრო იყო. მას შემდეგ ერიკსენი ტოპ-კლასის ნახევარმცველად იქცა და კლუბი მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
ერიკსენმა ამ სეზონში 35-ჯერ მოირგო „ტოტენჰემის“ მაისური, 8 გოლი მიითვალა და 12 საგოლე პასი გააკეთა