„მანჩესტერის“ 26 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას „რეალმა“ დაადგა თვალი, მაგრამ ოლე-გუნარ სულშერს მისი გაშვება არ სურს.

ნორვეგიელი მწვრთნელი ცდილობს აუხსნას, რომ პოგბა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემას აპირებს.

გუნდის დღევანდელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. წესით და რიგით, კაპიტნობა 33 წლის ეშლი იანგს ეკუთვნოდა, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალ სეზონში სათადარიგოს როლი უნდა იკმაროს.