ამას ჟურნალისტი არ ვამბობ. ქართული ფეხბურთის ქომაგი ვამბობ. დიდი „დინამოს“ ქომაგობით რომ არ დამიმთავრებია ფეხბურთის სიყვარული, იმის გამო ვამბობ.

ქინქლაძის „მრეტების“ თამაშს რომ არ ვაცდენდი და არველაძეების „დინამოს“ „სამგურალებთან“ 8:1- ს, იმის გამოც.

ვინ ხართ?

რა კასტა ხართ ეგეთი, რომ არათუ მომიკლათ, საერთოდ შემაზიზღოთ ქართული ფეხბურთი? გემრიელია ბიუჯეტიდან მიღებული ხელფას-პრემიები, მაგრამ ცოტაა?

დაიწყება ახლა ხელმოწერების შეგროვება პატიების თხოვნით, თავდებში დამდგომად ვარსკვლავების ძებნა, საპროცესო გარიგებებზე და ბევრათასიან გირაოებზე საუბარი. არც გვარები მაინტერესებს და არც სახელები. პატიება გამორიცხულია. მე ხომ წამართვით ქართული ფეხბურთი და ამის გარდა პაიჭაძის, მესხის, ყიფიანის, ჩივაძის ფეხბურთს დააფურთხეთ…

გაპატიოთ? როგორ? რატომ?

P.S. სასამართლომ 11 დაკავებულიდან 7 გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენები კი პატიმრობაში დატოვა…

წილი
წინა სტატიასომეხი არ ხარ, ქალო?
შემდეგი სტატიაპეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".