ესეც მეცხრე გამარჯვება! ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულამდე ერთი მოგება და იმპერატორის თასამდე ხუთი დღე დარჩა.

ჩვენებურის მორიგი მეტოქე მიტაკუემი იყო. ლევანმა მისი საყვარელი მარცხენა ჩავლება ხიდარი-უვატე გაახერხა და მიაწვა!

ამ დროს ქართველის შეჩერება შეუძლებელია. ათი დღის შემდეგ ცხრა მოგება ლევანის გარდა იოკოძუნა კაკურიუს და მერვე მაეგაშირა ასანოიამას აქვთ.

ხვალ ლევანი აბის შეხვდება, ვისაც პირად შეხვედრებში 3:0 უგებს.

ძურიოს დივიზიონში კი მეშვიდეჯერ იმარჯვა გაგამარუმ, ანუ თეიმურაზ ჯუღელმა.

წილი
წინა სტატიამესიმ რონალდუს გადაასწრო
შემდეგი სტატიააკოცა… აკოცა…
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".