საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი ყოფილ უფროსს და მთლიანად ფედერაციას უჩივის – ორჯერ კოცნა სცადა, მაგრამ არ მივუშვიო და სამსახურმა კიდევ ვერ დამიცვა ამ მოძალადისგანო.

ძალადობის მაგალითად სახელდება შემთხვევები, როცა უფროსი დაჟინებით უყურებდა ან უთხრა, გუშინწინ ლამაზი კაბა გეცვა და ხშირად ჩაიცვიო. კოცნის მცდელობას კი ორჯერ ჰქონია ადგილი.

ერთხელ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატისას ღამის კლუბში მომხდარა და ერთადერთი მოწმე სასამართლოში არ მივიდა. მეორე შემთხვევა უფრო ადრე ფედერაციის საშობაო კორპორატიულ საღამოზე მომხდარა, მოწმეც ორი ყოფილა, მაგრამ როგორც ფედერაციის ადვოკატი ამბობს, მათ ჩვენებებში ცდომილებაა.

პრინციპში, რაა გასაკვირი, თუ კორპორატიული საღამოს შემდეგ მოწმეებს მეხსიერების ძაფი გაუწყდათ, მაგრამ თითქმის ნაკოცნი ქალბატონი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 60 ათას ევროს კი ითხოვს.

წილი
წინა სტატიატოჩიმ აბი უნდა ჩაყლაპოს
შემდეგი სტატიარატომ?
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.