„რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის კლუბთან ოთხი წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალი კონტრაქტის თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2013 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

29 წლის კროოს „ლოს ბლანკოსის” მაისურით 233 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან ამ სეზონის მონაგარი გახლავთ 28 მატჩი ესპანეთის პირველობაზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში.

გერმანელი „რეალში” „ბაიერნიდან” 2014 წელს გადავიდა და ხუთ წელიწადში 11 ჯილდო მოიგო.